საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოდან ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში მობილიზებულ დაცვის სამსახურზე უარი თქვა და აეროპორტის ტერიტორია საკუთარი ელექტრომობილით დატოვა. მან დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმული საცირკო წარმოდგენა" უწოდა.
მათი ბენზინის ფული გადაუნაწილონ იმ გაჭირვებულებს, ვისაც ჰპირდებოდნენ ორჯერ შემცირებულ ბენზინის ფასს, გაზის ფასს და ყველაფერში მოატყუეს. მე ვივლი ეკონომიური ელექტრომობილით, რომელიც ძალიან ცოტას წვავს და არის ადმინისტრაციის ბალანსზე. სავალალოა ასეთი შოუების დადგმა. მე არავის ვავალდებულებ, რომ მე, როგორც პიროვნებას, პატივი მცეს, ეს არის ინსტიტუტების პატივისცემა, ყველამ მიხედოს თავის საქმეს", - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა.
http://www.tabula.ge/article-28744.html
This post has been edited by megre on 28 Feb 2013, 22:28