ლევან ყენია ჩემი უსაყვარლესი მოქმედი ქართველი ფეხბურთელია, ფორუმზე მისთვის ლექსიც კი მაქვს დაწერილი

შესაბამისად, თემა, რომელსაც ვხსნი არც მის "გინებას", მის "ანტი კამპანიას" და არც სხვა "დამოღმილ" საქმეს არ ემსახურება, პირიქით, საყვარელი ადამიანისგან/ფეხბურთელისგან სულერთია, უფრო გწყინს, როცა რამე ისეთს აკეთებს, რაც შენთვის მიუღებელია.
ახლა შინაარსზე გადავიდეთ:
ქეცბამ ბოლო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ყენოს ქორწილი აქვს და ამის გამო არ მიიღებს მონაწილეობას უახლოეს ორ ამხანაგურ მატჩში.
პირველ რიგში, ცხადია ვულოცავ და ოჯახურ ბედნიერებას ვუსურვებ, რომელიც ფეხბურთელის კარიერის დალაგებულობაში ხშირად მთავარ როლს ასრულებს.
მაგრამ გული დამწყვიტა ერთმა რამემ:
ის, რომ საქართველო დანიას შეხვდებოდა, ოფიციალურად ცნობილი ერთი თვის წინ, 21 აპრილს გახდა, ირლანიასთან თამაშის შესახებ - სამი თვის წინ, 25 თებერვალს.
ხოლო ის, რომ 2 და 5 ივნისი ფიფას ოფიციალური ამხანაგური მატჩების დღე იყო, ყველამ იცის და ნებისმიერ საიტზე შეიძლება ამის გადამოწმება

ვსვამ კითხვას, არ შეიძლებოდა ქორწილის გადაწევა, ან ადრე ჩატარება, რითაც ხაზს გაუსვამდა ყენო ნაკრებისადმი და ქომაგისადმი პატივისცემას, მითუმეტეს, რომ ნაკრებში თამაში "მოყირჭებული" ნამდვილად არ აქვს იმ ავბედითი ტრავმების გამო და დასამტკიცებელი თუ არაფერი აქვს, გუნდში ბოლომდე "ჩაჯდომა" აშკარად მაინც სჭირდება?
რავიცი, საკითხი ძალიან პირადულია და შეიძლება არც უნდა ვერეოდე, მაგრამ გული დამწყდა უბრალოდ, თან როგორია, კაცს ქორწილი აქვს და შენ იმაზე ბრაზობ რატომ არ თამაშობსო, მაგრამ რამდენჯერმე მითქვამს ფორუმზე და კიდევ ვიტყვი, 2010-ის 18 ნოემბერს ქორწილი მქონდა და 17-ში ყველანაირი სამზადისი გვერდზე გადავდე და სლოვენია-საქართველოს ჩავუჯექი, მიყვარს ჩვენი ნაკრები და იმ 2 საათს ამაზე უფრო სასიამოვნოდ და საქმიანად ვერაფერში გავატარებდი და ვერც ჯანოს გოლზე მეტად გამახარებდა რამე და იმიტომ...
This post has been edited by mancunia89 on 29 May 2013, 13:43