#35414505 · 1 Mar 2013, 16:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის წარმომადგენელთან საერთაშორისო განვითარებისა და ევროპულ საკითხებში ჟაკ-მარკ კარპელესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქართულ-ფრანგული პარტნიორობის განვითარებაზე ისაუბრეს.
შეთანხმების შედეგად, წლის განმავლობაში მოხდება ფრანგი და ქართველი საქმიანი წრეების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება.
"პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებით. შევთანხმდით, რომ როგორც მათი წარმომადგენლები ესტუმრებიან საქართველოს და ადგილზე ნახავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოშია, ასევე ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთში გავაკეთებთ დიდ პრეზენტაციას საფრანგეთის ბიზნესწრეებისთვის, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ფრანგი ბიზნესმენების მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
"შეხვედრისას, ქართულ მხარესთან შევთანხმდით, რომ ფრანგი ბიზნესმენები ჩამოვლენ საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნონ ბიზნესკლიმატს, საგადასახადო სისტემას. ასევე, წელს შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიერ სპეციალური პრეზენტაციის ორგანიზება საფრანგეთის ბიზნესწრეებისთვის, რათა მათ მიიღონ მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ფრანგი ბიზნესმენების დაინტერესებას თქვენი ქვეყნისადმი," - განაცხადა პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჟაკ-მარკ კარპელემ.
--------------------
ქრისტე რომ დაბრუნდეს ესენი იმის ქადაგების მოსასმენად ბილეთებს გაყიდიან © cannabis
პატრიარქს არ აგინოთ, თორემ დანა მუცელში © vtbgeorgia2
|