თბილისის მერმა გიგი უგულავამ თავისი მერად ყოფნის პერიოდში უპეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 2012 წლის 14 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება #1, რომელსაც თავად მოაწერა ხელი. ამ დრომდე ბრძანებულებს მისი მოადგილეები აწერდნენ ხელს, სწორედ ამიტომაც ისინი უფრო ხშირად დადიოდნენ პროკურატურაში, ვიდრე გიგი უგულავა. #1 ბრძანებულებით, მშენებლობის წამოწყება თბილისში დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ, მოკლე დროში, 2012 წლის 28 თებერვალს, თბილისის მერიამ ჩინურ კომპანია „ხუალინგთან" გააფორმა ხელშკრულება თბლისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფლის მშენებლობის თაობაზე", -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თამჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე დღეს განაცხადა.
ფიზიკურმა პირმა თბილისში კარი, სახურავი, ან ფანჯარა, რომ გამოცვალოს მერიის საზედამხედველო სამსხურიდან ნებართვა უნდა აიღოს. ამიტომაც საკითხავია რას უკავშირდება თბილისის მერის მიერ უპრეცედენტო შეღავათების მატარებელი ბრძანებულების გამოცემა.
2011 წელს გიგი უგულავა, რამდენჯერმე იმყოფებოდა ჩინეთის პროვინცია „ხუალინგში', სადაც რეგისტირებულია კომპანია „ხუალინი', რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე სამუშაოებს განახორცილებს. ამ შეხვედრების ამასახველი ფოტოები ზაზა გაბუნიამ დღეს პრესკონფერენციაზე წარადგინა.
ზაზა გაბუნია ამბობს, რომ #1 ბრძანებულების მოძიება ძალიან რთული იყო რადგანაც ის არცერთ საძიებო სისტემაში არ იძებნებოდა და გიგი გულავას ის გადამალული ჰქონდა. ამასთან ეჭვს ბადებს ის, რომ მან პირველად მოაწერა ხელი ნ1 ბრძანებულებას, რომლის შემდეგაც თბილისში ჩინელებმა 15-მილიარდიანი პროექტის განხორცილება დაიწყეს.. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ჩინელები გათავისუფლებული არიან 5 წლის ვადით ყოველგვარი გადასახადებისგან.
რა წერია ბრძანებულებაში? ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტების თვალწინ 2012 წლის 14 თებერვალს გიგი უგულავას მიერ ხემოწერილი ნ1 ბრძანებულება აააფრიალა და მასში ამოიკითხა, რომ თბილისში მშენებლობის წამოწყება ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შესაძლებელია მაშინ, როცა პროექტი საზოგადებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ან სოციალური დანიშნულებისაა.
„კომპანია „ხუალინი" ნამდვილად არ აშენებს სოციალურ პროექტს და მისთვის გამოყოფილი ფართიდან 0,5%-ია საჭირო ოლიმპიური სოფლის მშენებლობისთვის. დანარჩენ ტერიტორიაზე კომერციული ფართებისა და ქარხნების აშენება იგეგმება და ეს იქნება 1-მილიონიანი თბილისში მილიონიანი ქალაქის მშენებლობა, რომელიც დედაქალაქს დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის". ოლიმპიურ სოფელის პროექტით გიგი უგულავამ თავისი ბიზნესინტერესები შენიღბა"-ამბობს გაბუნია.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თამჯდომარე ზაზა გაბუნია, როგორც არჩევითი ორგანოს წარმომადგენელი მოძიებული ბრძანებულებას პროკურატურასა და შემოსავლების სამსხურს გადასცემს და რეაგირებას მოითხოვს იმის თაბაზე, რომ რატომ გაავრცელა შეღავათები თბილისის მერმა გიგი უგულვამ ჩინურ კომპანიაზე და რატომ დაუწესა ქალაქის საკრებულომ „ხუალინგს" 5-წლიანი საგადასახადო შეღვათები.
http://citizens.ge/index.php?name=PagesF&o...11#.US3sz6IrNIU