პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა: გაუმჯობესებული ხარისხი და გაზრდილი ხელმისაწვდომობა 24.07.12
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აქტიურ მუშაობას განაგრძობს იმისათვის, რომ თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო სერვისებით.
ამ მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის სისტემის დანერგვა, რათა ყველა პატიმარს ჰყავდეს პირადი ექიმი.
რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სისტემაში განხორციელდა მიზნობრივი ხასიათის სხვადასხვა მასშტაბური აქტივობა:
• ყოველწლიურად იზრდება სამედიცინო ბიუჯეტი - მიმდინარე წლის ბიუჯეტი 70 ჯერ აღემატება 2004 წლის ბიუჯეტს;
• 30%-ით გაიზარდა სისტემის მედპერსონალის რაოდენობა;
• გაუმჯობესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების რაციონი;
• ექიმის დანიშნულებით ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიეტური კვება;
• 9 დაწესებულებაში მოეწყო თანამედროვე ტიპის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი;
• განხორციელდა #18 სამკურანლო დაწესებულების ლიცენზირება;
• განხორციელდა დაწესებულებების აფთიაქების ლიცენზირება;
• დაინერგა უნიფიცირებული ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო ბარათი;
• დამატებითი სერვისის სახით გაიხსნა ,,ავერსის" აფთიაქები;
• ყველა დაწესებულებაში მოეწყო თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც წარმატებით ხორციელდება თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული ჩარევები;
•ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრიდან სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაზე მიმაგრებულია სპეცპერსონალი, რომელიც ახორციელებს ტუბერკულოზის მუდმივ სკრინინგს, როგორც პენიტენციურ სისტემაში შემოსვლისთანავე, ასევე პერმანენტულად;
• სისტემატიურად ხორციელდება პატიმართა შემეცნებითი ღონისძიებები ავადმყოფობის სიმპტომატიკასთან დაკავშირებით;
• შეუფერხებლად ხორციელდება ტუბერკულოზის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა;
• დაბა ქსანში სრულდება ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა/აღჭურვა;
• 2 დაწესებულებაში ამოქმედდა მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის სამკურნალო კურსი;
• შეიქმნა მულტიდისციპლინური ფსიქიატრიული სამსახური.
დღეის მდგომარეობით, უკვე ამოქმედებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სამკურნალო დაწესებულებების შედეგად, სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებულ პატიმართა უკვე 47% ჰყავს პირადი ექიმი, ხოლო 2013 წლიდან პირადი ექიმი ეყოლება თითოეულ პატიმარს.
სამინისტრო იმედოვნებს, რომ მოცემული ინფორმაცია არ იქნება აღქმული, როგრც გატარებული რეფორმებისადმი თვითკმაყოფილების გამოხატულება.
პირიქით, სამინისტრო არ დაკმაყოფილდება მანამ, ვიდრე თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული არ იქნება უზრუნველყოფილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო სერვისებით, რაც თავისთავად სარგებელს მოუტანს როგორც უშუალოდ პაციენტს, ასევე მათ ოჯახებს და საზოგადოებას.
---
პირველადი ჯანდაცვის ცენტრები ამჯერად სასჯელაღსრულების №9 და №12 დაწესებულებებში ამოქმედდა.
სამინისტროს წლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რაც პენიტენციურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის დანერგვით სრულფასოვნად იქნება უზრუნველყოფილი.
რეფორმის შედეგად ყველა პატიმარს პირადი მკურნალი ექიმი ეყოლება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილ ცენტრში მედპერსონალს ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისათვის, რომ პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო სერვისების საჭიროებების ეფექტიანი მიწოდება სრულყოფილად უზრუნველყოს.
პირველადი ჯანდაცვა უკვე სასჯელაღსრულების 8 დაწესებულებაშია დანერგილი
---
______________
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აქტიურ მუშაობას განაგრძობს იმისათვის, რომ თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო სერვისებით.
ამ მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის სისტემის დანერგვა, რათა ყველა პატიმარს ჰყავდეს პირადი ექიმი.
რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სისტემაში განხორციელდა მიზნობრივი ხასიათის სხვადასხვა მასშტაბური აქტივობა:
• ყოველწლიურად იზრდება სამედიცინო ბიუჯეტი - მიმდინარე წლის ბიუჯეტი 70 ჯერ აღემატება 2004 წლის ბიუჯეტს;
• 30%-ით გაიზარდა სისტემის მედპერსონალის რაოდენობა;
• გაუმჯობესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების რაციონი;
• ექიმის დანიშნულებით ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიეტური კვება;
• 9 დაწესებულებაში მოეწყო თანამედროვე ტიპის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი;
• განხორციელდა #18 სამკურანლო დაწესებულების ლიცენზირება;
• განხორციელდა დაწესებულებების აფთიაქების ლიცენზირება;
• დაინერგა უნიფიცირებული ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო ბარათი;
• დამატებითი სერვისის სახით გაიხსნა ,,ავერსის" აფთიაქები;
• ყველა დაწესებულებაში მოეწყო თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც წარმატებით ხორციელდება თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული ჩარევები;
•ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრიდან სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაზე მიმაგრებულია სპეცპერსონალი, რომელიც ახორციელებს ტუბერკულოზის მუდმივ სკრინინგს, როგორც პენიტენციურ სისტემაში შემოსვლისთანავე, ასევე პერმანენტულად;
• სისტემატიურად ხორციელდება პატიმართა შემეცნებითი ღონისძიებები ავადმყოფობის სიმპტომატიკასთან დაკავშირებით;
• შეუფერხებლად ხორციელდება ტუბერკულოზის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა;
• დაბა ქსანში სრულდება ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა/აღჭურვა;
• 2 დაწესებულებაში ამოქმედდა მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის სამკურნალო კურსი;
• შეიქმნა მულტიდისციპლინური ფსიქიატრიული სამსახური.
დღეის მდგომარეობით, უკვე ამოქმედებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სამკურნალო დაწესებულებების შედეგად, სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებულ პატიმართა უკვე 47% ჰყავს პირადი ექიმი, ხოლო 2013 წლიდან პირადი ექიმი ეყოლება თითოეულ პატიმარს.
სამინისტრო იმედოვნებს, რომ მოცემული ინფორმაცია არ იქნება აღქმული, როგრც გატარებული რეფორმებისადმი თვითკმაყოფილების გამოხატულება.
პირიქით, სამინისტრო არ დაკმაყოფილდება მანამ, ვიდრე თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული არ იქნება უზრუნველყოფილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო სერვისებით, რაც თავისთავად სარგებელს მოუტანს როგორც უშუალოდ პაციენტს, ასევე მათ ოჯახებს და საზოგადოებას.
---------------










This post has been edited by FRIDRIX on 13 Oct 2012, 21:12