#35380627 · 27 Feb 2013, 11:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვობაში ვისაც პაპა-ბებიები ამოცანების ამოხსნით გართობდნენ ეს ამოცანა გემახსოვრებათ.
ამ ზაფხულს სოფელში მეზობელმა ორი ვედრა ვაშლატამა მოგვიტანა მოსაკითხად... გავგიჟდი-გადავირიე, რატო შეწუხდით, აღარ ვიცოდი სანაცვლოდ რა მიმეცა... ბოლოს ჩემი ატანა რომ გაუსაძლისი გახდა, გლეხმა მითხრა, რა შევწუხდი, მილპება, ვერა ვყიდი, 20 თეთრად არ მიაქ არავისო...
თბილისში რომ ჩამოვედი, მთელი სეზონი ვაკვირდებოდი, ვაშლატამა ლარნახევარზე ნაკლებად არსად იყიდებოდა...
ხოდა ჩვენი ამოცანაც ეგაა: სად მიდის ეს განსხვავებული ფული?
ყველას რომ ბიზნესის დაწყება გვინდა, ამ პროდუქტების სოფელში ყიდვა და ქალაქში ჩამოტანის საქმე რა მოუგვარებელი გახდა? მალე ფუჭდება გასაგებია, მაგრამ ხორცი ხომ მოაქვთ ყოველდღე ჩემს მაღაზიაში? ვაშლატამა რატომ ვერ ხერხდება?
ვინც ახლოს ხართ ამ საქმესთან გაგვარკვიეთ
--------------------
"ჩემი თავის პატრონი მე ვარო, - თქვა მონამ და ფეხი მოიჭრა"
ჯობია არ გამოთქვა აზრი თემაზე, როცა ასე საფუძვლიანად დეზინფორმირებული ხარ
|