წამყვანი საერთაშორისო კომპანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში შპს " ვიმპელკომი " ( NYSE: VIP)
რომელიც შპს " მობიტელის" TM Beeline - 51 %-ს ფლობს, 2012 წლის
მეოთხე კვარტლის ფინანსურ და საოპერაციო შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების მიხედვით, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2012 წლის მონაცემებით,
საქართველოში ბილაინის აბონენტთა რიცხვი 16 % ით გაიზარდა. კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 19 % ით,
ხოლო 52 % ით EBITDA ( მოგება გადასახადების პროცენტის ცვეთის და ამორტიზაციის დარიცხვამდე).
რამდენიმე მილიონით გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტში ბილაინის მიერ გადახდილი გადასახადები. " მოხარულები ვართ, იმ ფაქტით, რომ კომპანია ბილაინის 2012 წლის მეოთხე კვარტლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია.
მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც კომპანიის წინაშე იდგა მთელი წლის განმავლობაში,
ჩვენ შევძელით და მოგების დინამიკით დავასრულეთ ეს წელი. რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა,
საქართველოს ეკონომიკაში ჩვენს მიერ ჩადებულმა ინვესტიციამ, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში
რამდენიმე ათეული მილიონი ა.შ.შ დოლარი შეადგინა,
ასევე რამდენიმე ათეული პროცენტით გაიზარდა
ბილაინში დასაქმებულ ადამინათა რიცხვი." - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.
წყარო:
http://www.ghn.ge/news-84645.htmlამ კომპანიაში აბონენტთა რიცხვი - იზრდება,
მოგება - იზრდება,
დასაქმებულთა რიცხვი - იზრდება.
ეკონომიკა - ინგრევა