მოგესალმებით ყველას.
მოკლედ აგიხსნით სიტუაციას. ზაფხულში 100 % მეყოლება ფორდ ტრანზიტი მოკლე, დაბალჭერიანი, სატვირთო. პრინციპში ახლაც მყავს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ზაფხულამდე არ მცალია.
თქვენი რჩევა მჭირდება, რა ბიზნესის დაწყება შემიძლია? ზაფხულში მცალია ივლისის დასაწყისიდან აგვსიტოს ბოლომდე, + სექტემბერიც. აი ამ პერიოდში ყველაზე მომგებიანი საქმე რა იქნება? გარკვეული რაოდენობის ფულსაც ვიშოვი.
რამდენიმე იდეა მაქვს, მაგალითად ბანანის დისტრიბუცია, თბილისიდან რეგიონის ბაზრებში ჩატანა და ჩაბარება, მაგრამ რამე ახალი მინდა, ახალი და მომგებიანი