აქამდე ბევრისთვის მეტ-ნაკლებად ბუნდოვანი იყო, თუ რას გულისხმობდა სოფლის მეურნეობის დახმარების საგაზაფხულო პროგრამა.
წინათ დავპირდი ერთ-ერთ იუზერს, რომ დავდებდი დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ რა სახის დახმარებას მიიღებდა
და თან წყაროსაც დავურთავდი. ეს სწორედ ის დაპირებული თემაა.
"ჩვენი ხელშეწყობის ძირითადი ჯგუფი არის ფერმერები, რომლებსაც აქვთ 0,25-ჰექტრიდან 1,25-ჰექტრამდე მიწა,
თუმცა დახმარებას მიიღებენ როგორც 0,25 ჰექტარზე ცოტა, ისე მეტი მიწის მფლობელებიც. ისინი კი რომელთა მფლობელობაში
5 ჰექტარზე მეტი მიწაა, კომერციული ფერმერები არიან და მათ არ შეეხება საგაზაფხულო მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა.
გაიცემა ორი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ბარათი. ერთი – სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, ხვნისა და გაფხვიერებისთვის.
ეს არის ორი უნივერსალური სამუშაო, რომელიც ნებისმიერი კულტურის მომყვან ფერმერს სჭირდება.
0,25-დან 1,25 ჰექტრამდე მიწის მლობელები მიიღებენ ბარათს, რომელიც შეეძლებათ, გაანაღდონ როგორც შპს „მექანიზატორში“,
ისე კერძო ცენტრებში. ჩვენი მიზანი არ არის, რომ სახელმწიფო მივიდეს გლეხთან, ჩაუტაროს მომსახურება
ან მისცეს რამე ნედლეული, ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს მივცეთ ინსტრუმენტი, რომ მათ საკუთარი არჩევნით
იყიდონ ნედლეული და მომსახურება ბაზარზე.
ორშაბათიდან დაიწყება ამ ბარათების დარიგება, ხოლო მარტიდან
დავარიგებთ ნედლეულის ბარათებს: პროპორციით, 1 ჰექტარზე 300 ლარის ოდენობით. ლაპარაკია სასუქის,
მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და თესლის შეძენაზე.0,25 ჰექტარზე ნაკლები მიწის მფლობელები მიიღებენ უნიფიცირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს.
0,25-ზე მცირე მიწის ფართობზე არ არის მიზანშეწონილი ტექნიკის შესვლა, ამიტომ ისინი მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ბარათს.
1,25-დან 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელებიც მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლის ღირებულებაც 640 ლარი იქნება.
ამ პროგრამების ფარგლებში ველით, რომ დამუშავდება 250 000 ჰექტარი მიწა".© სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შალვა ფიფია.
წყარო:
http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=26843706..._id=1&jurn_id=8