რუსთაველიმოგესალმები, მეგობარო, მივესალმები შენს ინტერესს და ამ თემასაც. Je ne t'ai pas oublié, je te souviens encore!
იმედი მაქვს, ათეისტი რომ დაეთანხმება ამ აზრს, ამაში ეჭვი არ გეპარება

ოღონდ რელიგია კომპლექსური და მრავალფუნქციური ფენომენი მგონია და მხოლოდ მართვა არ მგონია მისი ფუნქცია, იგი გაცილებით ღრმა და ფართოა.
რაც შეეხება მართვის ეფექტს _ ფაქტი სახეზეა: რელიგიამ მართა ქართველი ერის და ადამიანების უმეტესობა, სულ ცოტა, ბოლო 1700 წლის მანძილზე: რელიგიური განსახვავების ნიშნით არ ვეპუებოდით უცხოელ დამპყრობლებს (გამონაკლისია ბიზანტიასთან ბრძოლების პერიოდი, რა ვქნა და მაშინდელი ქართველი მეფეები ათეისტები მგონია!

). და ბოლო 200 წელს რელიგიის ერთსახელიანობის ნიშნით გავერთიანდით ალიანსში რუსებთან და რუსული დათვის ალერსიანი დატორვებიც ბლომად გვერგო.
ახლა მე მგონია, თუ გვინდა, რუსეთისგან გავთავისუფლდეთ, პირველ რიგში საერთო რელიგიის საკითხი უნდა მოვაგვაროთ.
კი, იყვნენ პატრიოტი მღვდლებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის პარპაშს ჩვენსა, მაგრამ ასეთები უმცირესობა ყოფილა. მით უმეტეს დასაფასებელია ამბროსი ხელაიას ვაჟკაცობა:
"1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; 2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან"
ეს პათოსი მან, როგორც ამბობენ, წამებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების პირობებშიც შეინარჩუნა.
მიკვირს, რომ საქართველომ მეტი წინააღმდეგობა არ გასწია 20-იან წლებში, როცა ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავდა. ალბათ მაშინ უფრო ურწმუნო ერი ვიყავით ))
This post has been edited by ლაბარნა on 8 Mar 2013, 03:49
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)