მერკუციო
მაწვნის სუპიძალიან წმინდად დაჭრილ ხახვს მოვხრაკავთ კარაქში. ვასხამთ ნახევარ ლიტრა მდუღარეს. ვაყრით 50 გრ. ბრინჯს. 1 სუფრის კოვზ ფქვილს გავხნით ცოტა წყალში. 500 გრ. მაწონში გავხსნით 1 კვერცხს, და წყალში გახსნილ ფქვილსაც მაწონში ვურევთ.
ბრინჯი რომ მოიხარშება, უკვე გამზადებულ მაწონს ვასხამთ და აუცილებლად ვურევთ, რომ არ აგვეჭრას. ერთს წამოვადუღებთ და გამოვრთავთ. უკვე გამორთულს ვანელებთ წვრილად დაჭრილი კამით.
This post has been edited by simato on 26 Mar 2013, 16:19