...ჰო და რა ხდება, მინდა არ მინდა, მიაქვს ტელე-ეთერი ჩვენი ქალაქის მერის, გიგი იგულავას საქმის ამბებს და სკანდალურ ფაქტებს...
....მოკლედ, გამოდის, რომ ეს ვითომ ჩვენი არჩეული მერი, ჩვენი დაქირავებული კი არ ყოფილა, არამედ ჩვენ, თბილისელები ვყოფილვართ ამ იგულავა მერის დაქირავებული მეკურტნე მუშები!
...ხოო, ხოო...ვითომ ვირჩევთ და მერე ამ "ვითომ"-ისაგან ველით ქვეყნის აშენებას და დედაქალაქის გაბრწყინებას!
და აი ამ ჩვენმა ვიტომ არჩეულმა ნასტიქაროსნალმა მერმა, როგორც საქმის ფაქტიური მასალები მეტყველებენ....გაყიდა რიყე 6-7 მილიონად და მერე, ცოტა ხანში, ჩვენი ფულებით, იგივე რიყე შეგვასყიდა 16-17 მილიონად...როგოლია ჰაა?!
....გამპრავებლები ვინ არიან?!...ბივში თავდაცვის მინისტრი და ამჟამად პაბეგში მყოფი - კეზერა და თაღლითი და გაიძვერა ჯოზეფ-კეი!
....განსაკუთრებით ბლანჟე-მენ და ბოტოქს-ვუმენ პროდასავლელთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა! :
...ნებისმიერ დასავლური გაგების სახელმწიფოში, ისეთ ორფეხა არსებებს, როგორებიც არიან ...მიშა, ვანო, გიგი, კეზერა, ადეიშვილი, მარსიანელი კუბლაშვილები, შაშკინები და პაშკინები...საიქიოდანაც კი ამოთხრიდნენ ინტერპოლის თუ ფებეერის მეშვეობით და სასამარტლო სკამზე დააბრძანებდნენ!
...ხოლო ნორმალური გაგების აზიური ტიპის ქვეყნებში კი ამ ორფეხა არსებებს, ლაიტად რომ ვთქვათ, ძელზე გასმა არ ასცდებოდათ! ...ჩვენთან კიდე რა ხდება:...ვაჭრობა და კათა-თაგვობანას თამაში!..
...დილემა - ამინისტია პრეზიდენტის უფლებების სანაცვლდ, თუუ....საბოტაჟი და პრობლემები ახალ ხელისუფლებას?!...ტანგლი-ტუნგლი პატალა გოგო, მოდი ეთი გაკოჩოო...!
...ჩემის მოკრძალებული აზრით მთელს ამ პოზიცია-ოპოზიციის შაითანბაზარს 2 ძირითადი მიზეზი აქვს:
1)ნაცმოძრაობამ თავისი ატამანი მიშას ჩათვლით, ჩვენზე უკეთესად და ძაან ხოშიანად იციან, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნის და მოსვლის არანაირი რესურსი აღარ დარჩათ, მაგრამ, 9 წლის განმავლობაში, მათ იმდენი აქვთ მიქარული, რომ ხელისუფლებიდან უმტკივნეულოდ წასვლის ძაან ცოტა შანსები დარჩათ...ადვილი არ არის მათ მიერ უსამართლოდ ჩაწიხლული და გაბედურებული მოქალაქეების გაჩერება!...
...თუმცა ვარდების ბიჭების ელიტა ამას სჩადიოდა მათივე გაბლატავებული ჩინოვნიკი და ბიზნესმენი ხელისბიჭების მეშვეობით და თავად ვითომც აქ არაფერი, ბინძური საქმეებისაგან კულისებსმიღმა რჩებოდნენ!...ზუსტად ამიტომაა, რომ მათ ასე ეშინიათ ამ ვითომ რიგითი ჩინოვნიკების და ბიზნესმენების დაკითხვების და ამას პოლიტიკურ ზეწოლაში ახმოვანებენ, რადგან კარგად იციან, რომ როცა ძაფს გამოქაჩავ, მას თოკი მოჰყვება, ხოლო ეს თოკი კი ჩვენი სახელმწიფო ბეღელის დიდ ვირთხებამდე მიგვიყვანს!
2)მართალია ვარდების ბიჭები ყველას, მათ გარდა, საბჭოურ ნარჩენებად გვნათლავდნენ, მაგრამ იმენა საკუთარი, მართლა-ჩასარეცხი მშობლებისაგან შესანიშნავად იცოდნენ, რომ მარტო ჭამა არ გამოუვათ და ამიტომაც, უხვად ასაჩუქრებდნენ იმ უცხოელებსაც, რომელიც მათ ბინძურ საქმეებს პოლიტიკურად გაუპრავებდა..ეს იქნებოდა გრანტებიდან თუ სხვადასხვა დახმარებებიდან დაატკატებული მილიონები!
...ამიტომაცაა, რომ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში მათ ჰქონდატ და დღესაც აქვთ საკმაო მხარდაჭერა...იმ მოტივით, რომ ..ა) ამერიკელ და სხვადასხვა ჯურის დასავლელ პოლიტ -პიარმენებს, ყოველთვის აბოდებდათ და აბოდებთ დაუბეგრავ ქეშ-ფულზე და ვარდების ბიჭების წასვლით ეს მსუყე ლუკმა გამოეცლებათ პირიდან....ბ) სააკაშვილების, უგულავების, მერაბიშვილების, კეზერაშვილების და ადეიშვილების დაკითხვებმა და მათი საქმეების დეტალურმა გამოძიებამ, შეიძლება მათ ბინძურ საქმეებში, მათი უცხოელი ლობისტებიც გარიოს და მათი პასუხისმგებლობის საქმეც წამოწიოს წინა პლანზე ...და ჩემის აზრით, ამიტომაცაა, რომ დღემდე ისინი ასე ცხვებიან ვარდების ბიჭების უფლებებზე!პ.ს. : რეზიუმე...ხო და ჩემო იუზერეთო, ჩვენ რა ვქნათ ....სადამდე ვუყუროთ იგულავა-უგულავების გაგულავებულ და გაბლატავებულ როჟებს პლიაც!?...
..ეს ხომ ის იგულავაა...ვინც ჩვენს ფულებზე 9 წელიწადი იგულავა და ახლა უტიფრად ისევ წმინდანი სტიქაროსანის მანტიაში მგვევლინა, რათა ჩვენ თბილისელებმა ამ კაი-ტიპის უფლებები დავიცვათ?!
რისთვის?!...აი რისთვის - ამ კაცმა მიშასთან ერთად... დედა მოუდღნა თბილისს! This post has been edited by Stalker2005 on 3 Mar 2013, 12:12