სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ინიციატივით,
35-მდე სარწყავი სისტემების სხვადასხვა სპეციალისტი გადამზადდა.როგორც "პირWელს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ერთვიანი სასწავლო-გადამზადების კურსი
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორმა, ამზომველ-გეოდეზისტმა და ჰიდრომეტრის სპეციალისტმა გაიარა.
დღეს, ტრეინინგის მონაწილეებს მელიორაციის კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ სერთიფიკატები გადასცა.
"სათანადო სტაჟირების და საწარმო პრაქტიკის გავლის შემდეგ, საუკეთესოები
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში დასაქმდებიან", - განაცხადა კირტავამ.
მისივე თქმით, საგაზაფხულოდ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემოყვანა იგეგმება.
"გადამზადებული და კვალიფიციური ტრაქტორისტ-მემანქანეების არსებობა კი, საშუალებას მოგვცემს
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას მომზადებული შევხვდეთ", - განაცხადა კირტავამ.
დღეისათვის სამელიორაციო ტექნიკის ოპერატორთა მე-2 ნაკადის გადამზადება მიმდინარეობს.
დაგეგმილია სატუმბი სადგურის ელექტრომეკანიკოსების, მექანიზმების შემკეთებლების, მშენებლების
(შემდუღებლების, მებეტონეების) სპეციალისტების მომზადება-გადამზადება. ტრეინინგები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ACF International"-ის დააფინანსებით,
სახელმწიფო კოლეჯმა "სპექტრმა" ჩაატარა.
წყარო:
http://www.pirweli.com.ge/?menuid=21&id=27486