დაიბადა სოფელ განირში1925 წლის 3 მარტს. 1947 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი პედაგოგ დ. ალექსიძის ხელმძღვანელობით.1948 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო შ. რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში, მისი დებიუტი შედგა კომედიური ჟანრის სპექტაკლში.1942–1943 წლებში იყო საქართველოს რადიოს დიქტორი და კომენტატორი. იგი იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი, პრინციპულად მიყავდა მხოლოდ ფეხბურთის გადაცემები. მას მიჰყავდა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ისტორიული თამაშის რეპორტაჟი – 1964 წელს (კოტე მახარაძესთან ერთად) "დინამო" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. კინოში მისი მოღვაწეობა დაიწყო 1958 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).ფილმოგრაფია1. თბილისი, პარიზი, თბილისი (გენერალი დურმიშხანი) - (1980)
2. ყვარყვარე - (1978)
3. შესვენება - (1978)
4. ქალაქი ანარა - (1976)
5. გასეირნება თბილისში - (1976)
6. ნატვრის ხე (მუმბულა) - (1976)
7. ბავშვები - (1976)
8. კიბე - (1975)
9. თერმომეტრი - (1975)
10. ღამის ვიზიტი - (1974)
11. მთვარის მოტაცება (გვანჯ აფაქიძე) - (1973)
12. ვერის უბნის მელოდიები (აღა გეურქოვი) - (1973)
13. მე და ჩემი მეზობლები - (1973)
14. სამკაული სატრფოსათვის (დულდურუმი) - (1971)
15. ქვევრი - (1970)
16. დიდედები და შვილიშვილები (კბილის ექიმი) - (1969)
17. ჩემი მეგობარი ნოდარი (სავლე) - (1967)
18. ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება - (1967)
19. შეხვედრა წარსულთან (ვარდენი) - (1966)
20. ლონდრე (მღვდელი) - (1966)
21. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (დათიკო) - (1965)
22. თოჯინები იცინიან (სევერიანი) - (1962)
23. ჭიაკოკონა (ხოსრო) - (1961)
24. წარსული ზაფხული (ალექსანდრე) - (1959)
გავჩნდებით ერთხელ, ეს ცხოვრება გვეუცხოვება. .. და ხელმეორედ სიყვარულში დავიბადებით
ჩემი სამშობლო მაღალია , სხვისია ვრცელი , უფალთან ახლოს ამიტომაც უფროა ჩემი