#35499778 · 7 Mar 2013, 15:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. მაინტერესებს რამოდენიმე დეტალი. მინდა შ.პ.ს.-ს დარეგისტრირება, კერძო ფირმის გაკეთება მინდა და მჭირდება იურისტის აყვანა. მაინტერესებს ზოგადად რა ჯდება იურისტის აყვანა? მუდმივად არ დამჭირდება, მხოლოდ საბუთების მოწესრიგება, კონტრაქტების დამუშავება და წესდების სწორად შედგენა მინდა, შემდეგ კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დამჭირდება თუკი საქმე სასამართლოს შეეხება და კლიენტი ინ იჩივლებს. მოკლედ მინდა თავიდან რომ დაალაგოს საქმე და შემდეგ უკვე საჭიროებისამებრ. მაინტერესებს საშუალოდ რა ჯდება იურისტის აყვანა-დაქირავება, ასე ვთქვათ საბაზრო ფასი როგორია, არ მინდა რომ იაფი გადავიხადო და მერე აქეთ მომიწიოს სწავლება. თუ შესაძლებელია ასევე რომ მომავალში უკვე, თითოეული საქმიდან გამომდინარე რომ მოხდეს შესრულებული საქმის შირთულის მიხედვით თანხის გადახდა? იურისტთა ასოციაციის იქნება აუცილებლად სადმე და იქნებ მისამართიც მითხრათ, იქაც დამეხმარებიან. მადლობთ წინასწარ.
--------------------
homeros
|