freecooler
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2606
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
|
#35444426 · 3 Mar 2013, 20:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა უბედურება, რომ დავაბრალოთ სულელ პრეზიდენტ სააკაშვილს, მასეც არ გამოვა, არც ბიძინას ბრალია, ბევრი ეძახის მაგას პინგვინს, ადამიანს, რომელსაც ბევრი სიკეთე გააკეთა, არც მაგის ბრალია რაც მოხდა ქვეყანაში, ნაწილობრივ აშავებს საზოგადოების ნაწილიც, მარტო პოლიტიკა არ უშველის ქვეყნის განვითარებას. გვეშველება რამე ? უფრო დიდი პრობლემა ეს არის, ვიდრე პარლამენტი სად იქნება ქუთაისში თუ თბილისში ? აქ ყველა ადამიანზე არ არის საუბარი, აქ საუბარია საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე.
ჩემი აზრით ძალიან მძიმე მდგომარეობა არის საქართველოში, არა მარტო პოლიტიკური, სული მდგომარეობაც. თბილისში ვცხოვრობ იტალიურ ეზოში, ეზოში გავხედავ დილით და მეზობელი შვილიანი გოგონა დადის მეზობელ ბიჭთან, როცა ეს ბიჭი დილით რჩება მარტო, მაგრამ ეს ბიჭი ამ გოგოს ძმასთან ძალიან კარგად მეგობრობს. ცოლს არც მოიყვანს, რათ უნდა იქვე გვერდზე გოგო ჰყავს, არც სცხვენიათ, არანაირად, რამდენი კარგი და პატიოსანი გოგო არის, გათხოვება უნდათ, კარგი და ლამაზი ოჯახის შექმნა, მაგრამ ვერ თხოვდებიან, ისეთი ტენდენცია არის, ტიპებს განათხოვარი და შვილიანი ცოლები მოყავთ, მერე ბიჭის მშობლები გარეთ ვერ გადიან სირცხვილით, ბოლო დროს ძალიან გამრავლდა ეს სიტუაციები, რამდენი კარგი გოგოა გათხოვილი და საშინელი ქმრები ჰვდებათ, კარგ და წესიერ ცოლებს ურტყავენ, სცემენ, აგინებენ, აწამებენ და ამცირებენ და ვიღაც ათას ყ--ზე გადამხტარს პატივს სცემენ ბოლო დონეზე, რა ჭირს ამ ხალხს ? სხვის ნაჭამს არ ჭამენ და სხვისი ცოლები მოყავთ ცოლად. რა ხთება, სად არის ქართული ადათ-წესი და გაგება ? რამდენი გოგო ეძებს ფულიან ბიჭებს, მერე გაყვებიან და აღმოჩნდება, რომ საყვარელი ჰყავს, ნარკომანია და სცემს და ფულს არც აძლევს, და რამდენი ბიჭია მდიდარ გოგოზე გათხოვდა და ალფონსო გახდა. ძმაკაცების ცოლებთან დადიან, რა მოხდა შეუყვარდა ძმაკაცის ცოლი, რა მოხდა მერე. ტიპებს ცოლი მოყავთ 2-3 კვირით, მერე აგდებენ, აუბედურებენ და ეგ ჩვეულებრი მოვლენაა უკვე, მიზეზი: ცუდათ გაიცინა, მისი ღიმილი აღარ მომეწონა. ნაცნობი ქართველი გოგონა გაყვა ინდოელს ცოლად, რა მოხდა მერე ? ბევრი ქართველი გოგო გაყვა ცოლად ზანგს, ზოგის მამამ გაიგო ეს და გაუსკდა გული. აბორტები მომრავლებულია, დედა მიდის და თავის საკუთარ შვილს კლავს, სხვა თუ მოუკლავს ის უკვირთ.
გვერდზე გახედავ და იქ ფანჯარაში ჩანს, როგორ ეჩხუბება 50 წლის კაცი თავის დედას, ავადმყოფი დედა ყავს, რომელიც სულ ეპასუხება და ეს ტიპი ეჩხუბება საკუთარ დედას, აგინებს და აფურთხებს სახე, რა დონეზე დაეცნენ ადამიანები, როგორ კარდულობს ეს ხალხი ? მაგრამ და გვიკვირს, რამდენი ადამიანი იძახის ამ სიტყვებს: ჩემი დედა მოვტ-ან, ჩემს დედას შევ-ცი ? ამ სიტყვებს ადამიანები, როგორ იძახიან ? გარეთ დადიხარ და ზოგი ქუჩაში იგინება, არც ერიდება ქალბატონებს, ზოგი მაგარი უზდელია, და ეს ყველაფერი იმატებს.
კიდევ იქით უფრო ღრმათ, ყოველ დღე დილა ადრიანათ 9-საათზე, მიკვირს, როგორ დგებიან ასე ადრე ყოველ დღე, მოდიან მანქანით ნარკომანები და ხარშავენ ბენზინს, ეს ბენზინიც არ გაიფდა და ყოველ დღე იკეთებენ წამალს, ვისთანაც იკეთებენ მაგარი კაი ბიჭია ის, კარგი ოჯახი ჰყავს, მეუღლემ და შვილმა უკვე მიატოვა, რა ჭირს ამ ხალხს ?
ოდნავს გვერდზე შუა დღეს მეორე სასტავი იწყებს ჩალიჩს დასალევზე, ჩალიჩობენ, რომ იშოვონ დასალევი და დალიონ, რა თქმა უნდა ბოლო დროა ეს სასმელი უკვე არსებოს იმისთვის, რომ ბოლომდე დალიონ და ჩაიხჩონ სასმელში, იცით რა მიკვირს ? ძალიან იშვიათად, თუ მოხვდები ნორმალურ ღონისძიებაზე ახალგაზრდებთან, სადაც ზომიერად დალევენ, იმღერებენ, დაუკრავენ გიტარაზე, კარგ ლამაზ სადღიგძელოებს იტყვიან და კარგად და ლამაზათ ქართულ ცეკვას იცეკვებენ. ბევრმა არც ნორმალური სადღიგძელო იცის, არც ცეკვა, არც სიმღერა, არც სუფრაზე მოქცევა, რამდენ ჯერ დაარწყიეს სუფრას, სად ისხავ ამ ღვინოს, ვერ ხვდები, რომ არ ჩადის, მერე ჩხუბი მოსდით ერთმანეთში, ერთმანეთს ურტყავენ, ხანდახან ძმებიც და ერთმანეთს დედას აგინებენ, ღვინო თუ არის 40 ლიტრი, 40-ვე უნდა დაილიოს, თუ 80 ლიტრია, 80 ლიტრივე უნდა დაილიოს, სრულიად კატასტროფაა.
ახლობელმა მომიყვა, რომ მისი მეზობელი დათვრა, მთვრალი ამოათრიეს, შევარდა თავის სახლში, ბუინობდა, აგინა და ურტყა თავის დედას და მამას და ნათესავებს, მთვრალები დადიან მანქანით, არაფრის დარდი არ აქვთ. ერთი არის კიდევ უბანში - დათვრება - გაიხდის და დადის ტიტველი ქუჩაში და ხანდახან თავში ირტყავს ლუდის ბოთლებს, იმტვრევს თავზე.
ტელევიზორს ჩართავ და გაგიჯდება ნორმალური ადამიანი, რა ხთება ქვეყანაში, ქართველი ქართველს აწამებს, სცემს, და ცოცხს თხრის ტრ--ში, შე კაი ადამიანო, როგორ კადრულობ ამას ? პატიმრის ცოლს აუპატიურებ და ამას ქმარს აჩვენებ და ამით სამუდამოთ ფსიქოლოგიურად ანადგურებ ადამიანს, ღმერთის მაინც არ გწამს ? სასჯელს სად გაექცევი ? რას აკეთებდით, რას ჩადიოდით ? ახლობლის ძმამ მითხრა, ჩემი ძმა ციხეში ჩვენმა ახლობელმა და უბნელმა ციხის ბარდაგმა სცემა, ხალხს კლავდნენ, გენოციდი გადაიტანეს, და ეს ნაცისტური პარტია კიდევ ხმას იღებს ? რამდენი ქალბატონი დაუღუპა მარტო იმით, რომ შვილი ჰყავდა ჯარში და 10 მარტს სააკაშვილი გაეხუმრა ქართველ ხალხს მოდელირებული ქრონიკით და დღემდე კიდევ პრეზიდენტია, და პრეზიდენტი ოპოზიციონები და ვადა გასული. სინაგლეს საზღვარი არ აქვს. არანაირი ეროვნული არ დატოვეს, ყველაფერი ქართული გაანადგურეს, მიწები ინდოელებს და ჩინელებსაც მიყიდეს.
თუ დააკვირდებით ადამიანები გაბოროტებულები არიან, გამწარებულები და თავზე ხელი აქვთ აღებული. გარეთ გახვალ და რამდენი ნაცნობი და მეგობარი გხვდება და გამარჯობის მერე გეუბნება - მასესხე 20-30 ლარი და ერთ კვირაში მოგიტანო, რა თქმა უნდა ფულის მომტანი არავინ არ არის, როდემდე ? მერე კიდევ სასესხებლად სად მოდიხარ ? 100 კაციდან - 95 კაცი ეგეთია უკვე, ასესხებ და ფულის მომტანი არ არის, ნამუსიც კი არ აქვს ერთი გრამი, არც ცხვენია, არც იმის ნამუსი არ აქვს, რომ გითხრას - იცი მე შენი ვალი მაქვს და ჯერ ვერ გიბრუნებ, ბოდიში მოგიხადოს, იმ ფულს შეიტყაპუნებს, ვითომაც არაფერი, ძალიან ბევრი კადრულობს ყველანაირ ტყუილს, ტყუილი იქცა ყოველ დღიური და ჩვეულებრივი მოვლენა.
სადარბაზოში ჩახვალ და ხედავ გუბეს, მეზობელს ჰყავს ძაღლი და სანამ ჩავა ძაღლი იქვე სადარბაზოში შვება, ეს ხალხი აღარ არის ნორმალური, გარეთაც სულ ძაღლის ნაგავია, ზოგს საჭმელის ფული არ აქვს, მაგრამ ძაღლი უნდა ჰყავდეს, ჰყავს და არ უვლის. ზოგი იმდენათ გაზარმაცებულია, ნაგავის გატანა აღარ უნდა სახლიდან, გავა ბალკონზე და ძირს ისვრის ბალკონიდან მიწაზე. ცოცხს არავინ ეკარება, მეზობელმა არ დამინახოსო, ქმარი პროფესორი მყავსო.
მანქანით გახვალ ქალაქში, ეს რა ხთება ? ყველა სადღაც ჩქარობს, ერთი არ გაგატარებს, ერთ სანტიმეტრს არ დაგითმობს, ეს არის ადამიანობა და პატივისცემა ? შე კაი ადამიანო სად გარბიხარ ? ადამიანი გამოდის მანქანით გაატარე ჯიგრულად, შენც გაგატარებს მერე, ყველა იმენა თავზე გახტება, მარცხენა მხრიდან გასწრებენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილთან არის დაბარებული და აგვიანდება, ეს იცით რა არის, ეს არის ის, რომ ზოგ ადამიანს აღარ დარჩა გულში სიყვარული და თავის ქვეყნის მოქალაქის პატივისცემა, სრული ეგოიზმი ბუდობს უკვე.
სამსახურში რა ხთება, ინტრიგები, ჩაშვებები, შური და ბოროტება, მეზობელს მეზობლის შურს და ნათესავს ნათესავი სძულს. საკმარისია ოდნავ მდიდარი იყო და ყველა გეტენება - ნათესავი თუ ახლობელი, ოდნავ ფული აღარ გაქვს არც დაგირეკავენ, გამარჯობასაც არ გეტყვიან. ფულიანი მეზობელი ისე დადის სადარბაზოში - თითქოს ქვეყნის მეფეა, რაიმე დასადებია სადარბაზოში და კაპიკს არ დადებს, წუწუნებს და ტირის და მილიონიან სახლს იშენებს ქალაქ გარეთ და გაჭირვებული უხმოდ დებს ფულს, და ასევე სახლში სულ გეპატიჟება და პატივს გცემს, ფული მაგრად ცვლის ადამიანს, ოდნავ თუ ვინმეს ფული გაუჩნდება, ეგრევე იცვლება და აღარავინ არ უნდა, არც მეგობარი, არც მეზობელი, არც ნათესავი. ხალხს მილიონერი ნათესავები ჰყავს და სამსახურს არ უკეთებენ, დამლაგებლებათ მუშაობენ, ნათესავს ურჩევნია არაფერი არ გაუკეთოს, და ზოგს, რომ გადაყვე არ დაგიფასებს - ბოლო მომენტში გიღალატებს და ბოროტებას გაგიკეთებს.
საზღვარგარეთ მიდიხარ და ყველა გარიგებს - ქართველს არ გაეკარო, შარია, ცუდია და ასე შემდეგ, საზღვარგარეთაც ბევრმა არ იცის მხარში ამოდგომა, უბნელი ბიჭები წავიდნენ ამერიკაში, მანამდე ნატრულობდნენ აუ მომაგებინა გრინ კარტი და მე ვიციო, ჩავიდა ერთი და ნარკომანი გახდა იქ, წამალს იკეთებს, მეორე ჩავიდა და იქ ქართველი სცემა, მესამემ საქართველოში ცოლი და შვილები მიატოვა და სხვა გოგოსთან ცხოვრობს. ჩახვალ და გადაეყრები იქ ქართულ შარს. ებრაელები ერთმანეთს ეხმარებიან, გვერდში უდგიან, ზოგი ჩვენიანი კიდევ ბოროტებას უკეთებს თავის თანამემამულეს. ტიპები ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობენ ჩამსხმელად (ფულის შოვნა არ არის ცოდვა, თუ ის ფული არა რის ბინძური), მაგრამ აქ ატყუებს ხალხს და იძახის ეს ყველაფერი ჩემი არის და მაგრად ვარო, ტყუილს კადრულობს. რატომ არ შეიძლება ამ ხალხმა იცხოვრონ პატიოსნათ, ტყუილის და ბლეფის გარეშე ? როდემდე ეს ყველაფერი იქნება ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ?
რამდენს გაუთხოვდა ცოლი, როცა წავიდა საზღვარგარეთ, რამდენმა მიატომა ცოლები, ვინც წავიდა საზღვარგარეთ. უკვე სირცხვილი არაფერია, ამინდი გამოვა, მოუნდება გეი პარადს ჩაატარებენ, უნდათ კაცებს თმას შეიღებავენ, ვითომაც არაფერია, მოდაა, რა მოხდა. საყურეები ? ოტია იოსელიანის თქმის არ იყოს: ჭიპი გევიხვრიტეო, რავა ნახვრეტი აკლდა ? ბოვშის გაკეთებას თუ არ ესწრები, მშობიარობას მაინც დეესწარი. ეს ყველაფერი არის დერმოკრატია და არა დემოკრატია. კარგი რამე ხთება ამ ქვეყანაზე ?
ჩვენს უწმინდეს პატრიარქს მოვუსმინოთ, დავუჯეროთ, ვიაროთ ეკლესიაში, აღვასრულოთ ჩვენი ადათ-წესი, მივყვეთ ჩვენს რჯულს, გავხდეთ ეკლესიურები, ვილოცოთ და გავხდეთ უფრო უკეთესები ვიდრე გუშინ, მარტო სიყვარული გადაარჩენს საქართველოს.
|