http://www.facebook.com/events/428345900584274/ჩვენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, თავს ვალდებულად ვთვლით საგანგებო განცხადებით მივმართოთ საზოგადოებასა და რექტორს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ორშაბათს 4 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება. ჩვენ ვაპირებთ შევიკრიბოთ 13 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და გავაპროტესტოთ თსუს ადმინისტრაციის საქმიანობა. სტუდენტებმა პირადად უნდა მოვთხოვოთ პასუხი რექტორს, რატომ არის დაპირებული ბაზები 2 წლის შემდეგ კვლავ მოუწესრიგებელი?! რატომ ვერ ირჩევენ სტუდენტები საგნებს?!
1) მიუხედავად რექტორის არაერთი დაპირებისა, რომ ბაზები მოწესრიგდებოდა, ამ სემესტრშიც ათასობით სტუდენტს საგნების არჩევისას პრობლემები შეექმნა. ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო სასურველი საგნის არჩევა, მხოლოდ იმიტომ რომ ადმინისტრაცია დაპირებას არ ასრულებს.
2) გაუმართავი ცხრილები და დამთხვეული ლექციები. ადმინისტრაცია ვერ ახერხებს შექმნას ისეთი ცხრილი, სადაც სტუდენტს არ დაემთხვევა რამდენიმე ლექცია.
3) გაუმართავი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გადავსებული აუდიტორიები და მოუწესრიგებელი სემინარები. სტუდენტებს არ ეძლევათ საშუალება მიიღონ მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა უნივერსიტეტისგან.
This post has been edited by bochormeli on 4 Mar 2013, 10:20