რუმინეთის პოლიციამ 30 წლის ლუმინიტ პერიჯოკი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია ტაქსის მძღოლის ცხოველურ გაუპატიურებაში. ქალმა, რომელიც ცდილობს ანჯელინა ჯოლის ჰგავდეს, ტაქსის მძღოლს დანის მუქარით სექსი აიძულა. ძალადობის მიუხედავად ქალი ვერ დაკმაყოფილდა და მძღოლს დანა რამოდენიმე ადგილას დაარტყა.
დაზარალებულის თქმით, მგზავრი სახლამდე მიიყვანა, თუმცა მან ჩანთის სახლში შეტანა სთხოვა. სამზარეულოში „ანჯელინა ჯოლიმ“ ტაქსის მძღოლს სექსი შესთავაზა, უარის შემდეგ კი, დანა მოიმარჯვა და ძალით გაახდევინა ტანსაცმელი.
„მგონია უარს არ არის შეჩვეული,“- ამბობს დაზარალებული.
პირველი სექსუალური კონტაქტის შედეგად ქალი დაუკმაყოფილებელი დარჩა, ამიტომაც სიამოვნების მისაღებად სხვა ხერხები შესთავაზა მსხვერპლს და დანით მას რამოდენიმე ჭრილობაც მიაყენა.
საბედნიეროდ მამაკაცმა თავი დააღწია სამზარეულოს და ქალის საძინებელ ოთახში ჩაიკეტა, საიდანაც სასწრაფოში დარეკა- წერს The Daily Mail.
პოლიციამ ქალი დააკავა, მძღოლს კი, საავადმყოფოში დანით მიყენებული ექვსი ჭრილობა აღმოუჩინეს.
დაკავებულის ნამდვილი კუმირია ანჯელინა ჯოლი. მეგობრების თქმით, ის ყველაფერში ჰოლივუდელ მსახიობს ბაძავს.
სამშვილიანი ტაქსის მძღოლის თქმით, არავის ესმის, რატომ ვთქვი უარი ასეთ ლამაზმანთან სექსზე - ისინი არ აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში.
„ხალხი ჯერ მე მიყურებს, შემდეგ ქალს და იცინიან. თუმცა არამგონია ვინმეს, ყელზე დანა მიბჯენილს, ეყოჩაღა“.
პოლიციის აზრით, ქალი არაადეკვატურ მდგომარეობაში წამლების ზეგავლენის გამო ჩავარდა. ეჭვმიტანილის თქმით კი, მას „მეხსიერებაში ჩავარდნა“ აქვს და თავდასხმის მომენტი არ ახსოვს.
ძალადობის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის „ანჯელინა ჯოლის“ 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
http://news.ge/ge/news/story/28056-ruminel...oli-gaaupatiura
ქალს 10 წელს სექსის გულისთვის უსჯიან

ვაი იმ ტაქსისტის პატრონს