ქართული ღვინის შემდეგ რუსული ბაზარი შესაძლოა ქართული პროდუქტებისთვისაც გაიხსნას.როგორც News.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ქართული დელეგაცია მოსკოვში მოლაპარაკებების გასამართად
სავარაუდოდ 18 მარტს გაემგზავრება. დელეგაცია, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი
ზურაბ ჩეკურაშვილი უხელმძღვანელებს, შეხვედრას შესაბამისი სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართავს.
მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსულ სამომხმარებლო ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტებთან ერთად,
ცხოველური პროდუქტის დაბრუნებაც იგეგმება.სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის ვიზიტის დეტალები ზუსტდება.
წყარო:
http://news.ge/ge/news/story/48105-ghvinis...ebits-dabrundes