http://www.ambebi.ge/politika/72942-bidzin...-shemcirda.htmlდღეს წავიკითხე სტატია ივანიშვილის შესახებ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო ჯერ კიდევ მაგარ შარში ვართ! "ივანიშვილს 1 მილიარდი დოლარის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია აქვს, მათ შორის პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად", რომლის სანაცვლოდ მან 2006 წელს "სოთბის" აუქციონზე 95 მილიონი დოლარი გადაიხადა" მთლიანობაში კი მისი ქონება 5 მილიარდს აღემატება... არ მიყვარს და არც არის ჩემი საქმე სხვის ჯიბეში ქექვა, მაგრამ ასე ქვეყანა ვერ აშენდება. საქართველო მაშინ იყო ძლიერი, როცა ყველა ერთ საქმეს ემსახურებოდა, ქვეყნის გასაჭირს ერთად იზიარებდა. მოყოლებული გორგასლის პერიოდიდან უამრავი საგმირო საქმენი შემოგვინახა ისტორიამ, როგორც საერო ასევე სასულიერო პირთა მიერ აღსრულებული, მათთვის ქვეყნის ტკივილი საკუთარი ტკივილი იყო, და ქვეყნის წარმატებას ღმერთს უამდლოდნენ. ვინ შეიძლება იყოს დღეს მათი პროტოტიპი? ვერავინ! ჩვენი დიდი წინაპრები ქვეყნისთვის ცხოვრობდნენ და დღე და ღამე ხალხისათვის ირჯებოდნენ. თავს სწირავდნენ სამშობლოსათვის, ძალიან ხშირად თვითონ იკლებდნენ და ხალხს ეხმარებიდნენ. გავიხსენოთ თუნდაც თამარ მეფის ცხოვრება, ეს დიდებული მეფე საკუთარი ხელით ნაქსოვ შესამოსელს, გაჭირვებუკებს ურიგებდა, ფეხშიშველი „დახეტიალობდა“ ბრძოლის წინ და უფალს სამშობლოს ავედრებდა ცრემლებით... დემეტრე მეფემ კი თავი დადო ქვეყნისათვის, გიორგი სააკაძემ შვილი გაწირა, ქეთევან წამებულმა კი სამშობლოსა და რწმენის არ უარყოფის გამო, ენითაუღწერელი წამება დაითმინა და ასე სიკვდილი ამჯობინა.... ვინ იზამს ამას დღეს?? ბიძინა? თუ მიშა აკეთებდა? ამიტომაც იყო რო ქვეეყანა პირველ რიგში სულიერად და პოლიტიკურადაც ძალიან ძლიერი იყო სწორედ მაშინ, როცა ქვეყნის პირეველი პირები უფლისა და ქვეყნის სამსახურში იყვნენ მთელი გულით და სულით.
ეხლა აქეთ ვნახოთ როგორ გვაქვს საქმე.... კომუნისტური სიბნელის მერე გამოჩნდნენ მართლაც ქვეყნისათვის გულანთებული ხალხი, მათი ნაწილი სამშობლოს გმირულად შეეწირა, ხოლო პირველი პრეზიდენტი კი საკუთარი ხელით მოვკალით!! ხოდა შესაბამისად მივიღეთ ეძიკა! რომელზეც საუბარი აღარც ღირს...მერე გამოჩნდა პირდაპირი მნიშვნელობით „ცხვირმოუხოცავი“ მიშა, რომელიც ეგრევე გავაფეტიშეთ და რაც მივიღეთ კარგად ვნახეთ. დასავლელმა იმიჯმეიკერებმა ის ცხვირი კი მოწმინდეს, მაგრამ უნახავი მაინც უნახავად დარჩა, ხოდა მთელი სიშმაგით დაეწაფა ხალხის ქონებას, უკიდურესი გასაჭირის დროს წამოჭიმა სასახლე, რომელიც ასობით მილიონო დოლარი დაჯდა, არ მოიკლო კურორტებზე გულავი, არც „ნაშობა“ მოუკლია, ბოინგიც რათქმაუნდა უმაღლესი კლასის ითრია. მადაც ჰქონდა და ძვირადღირებული რესტორნების ყოველდღიური სტუმარი გაგვიხდა, ის „ცალ-ცალი“ კალოშიც გადააგდო(ან გადააგდებინეს) და მაგრად „ჩაიზმანა“... და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ქუჩაში მათხოვრების რიცხვმა იმატა და ხალხის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა! აღარაფერს ვამბომ მის უთავო პოლიტიკაზე, რამაც ქვეყანა რუსეთთან ომამდე მიიყვანა და უამრავმა ადამიანმა დაკარგა ოჯახის წევრი და საცხოვრებელი... ჩვენი ძმები, დები შეეწირნენ ომს და ჩვენი მიწა დაიკარგა, „ქვეყნის უპირველესმა სარდალმა“ კი ისევ ისე გააგრძელა ცხოვრება, როგორც მანამდე ცხოვრობდა... არ იკლებდა არანაერ ამქვეყნიურ „სიკეთეს“, მოკლედ სრული „კაიფი“ გააგრძელა... ერეკლე მეორე კიდევ წაგებული ბრძოლის შემდეგ დარდისაგან გარდაიცვალა! შევადაროთ ეხლა ის ხალხი ამათ!!
ეხლა გადავიდეთ ბიძინა ბიძიაზე... არის კი ის ჩვენი სახელოვანი მმართველების საქმის გამგრძელებელი? თუ კი, მაშინ რა ჯანდაბად უნდა პიკასოს 100 მილიონად შეფასებული ნახატი და მილიარდიანი კოლექცია, როცა ქვეყანაში ხალხი შიმშილით იხოცება?? თუ რამე შეუშლის ხელს, რომ გაყიდოს დახალხს მოახმაროს? გასაგებია რო ამით დიდად არაფერი შეიცვლება მაგრამ თუნდაც ჟესტის გულსითვის, დაგვანახოს რო ხალხის სატკივარი მისი სატკივარია... ამის საპირისპიროდ, როგორც გავიგე წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული (თუნდაც უკანონოდ) 80 მილიონი, ისევ დაიბრუნა სასამართლოს გზით... დაგვანახოს რა რო გიყვარს ეს ხალხი და ქვეყანა, რაღცით დაგვანახოს!! თორემ უკვე ისე გამოდის, რომ ქვეყნის მმართვა ხალხის წუხილის გამო კიარა, მხოლოდ საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად უნდა! მობეზრდა კაცს ეს რუტინული ბიზნესის სფერო და ახლა პოლიტიკოსობა მოსინჯა, თანაც „დიდი ხელმწიფის“ რანგში, ხალხიც ეტრფის.... თინეიჯერები კიდევ ბერას აფეტიშებენ. ხოდა მეტი რა უნდა ხოტბა დიდების მოყვარულს? არც არაფერი... მაგრამ ჩემი აზრით ასეთი მიდგომით ვერასდროს გახდება იმ პიროვნებების ტრადიციის გამგრძელებელი, რომლებიც ჩამოვთვალე! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთადერთი ვისშიც მართლა ვხედავ ხალხისათვის გულანთებულობას, ეს არის კახი კალაძე! ჯერ ხო ძალიან დიდ საფთხეში ჩააგდო თავისი ბიზნესი და ქონება, თითქმის ყველაფერი დაუყადაღეს... მერე კიდევ მოვიდა თუ არა ტარიფების გაიაფების მეტი არაფერი უკეთებია... მაგრამ კალაძე კალაძეა და ქვეყნის პირველი პირი სხვა არის....
თუმცა პრობლემა არც ეძიკაში, არც მიშაში და არც ბიძინაში არ ყოფილა რათქმაუნდა, ესენი შედეგია, მიზეზი არის მთლიანად ერი, რა გადაგვარებული ხალხიც ვართ, ის გადაგვარებული მმართველებიც გვყავდა და გვყავს...
მოკლედ ეს არის ჩემი სათქმელი დღევანდელ პოლიტიკურ ამბებზე, სულ მინდოდა მეთქვა და აგერ ბატონო ამოვალაგე...

)
თქვენ რას იტყვით?
" ყოველი ცოდვა ეკლესიაში , არის არა ეკლესიის ცოდვა, არამედ ცოდვა ეკლესიის წინააღმდეგ"
"ковчег был построен любителем а титаник профессионалами"
Taba, გიორგი XII, Internet_Contraband, wolfchant