მზად ვარ დავეხმარო მთავრობას ყველა იმ დანაპირების ასრულებაში, რაც არჩევნებამდე ხალხს მისცეს. ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რიტორიკა იმის თაობაზე, რომ ის ხალხის მიერ არჩეული მთავრობის გადაყენებას აპირებს, აბსურდულია და მან ამის გარანტია პრემიერს კიდევ ერთხელ მისცა.
პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მსოფლმხედველობასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს, მათ უნდა მოახერხონ ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარება. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ,,ფეისბუქის"" და ღია წერილების ნაცვლად, მსგავსი შეხვედრები და ერთმანეთთან პირისპირ საუბარი შედგეს.
,,პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როგორც პრეზიდენტი, თქვენ მე მიცნობთ და ვარ საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში. მე შეჩვეული ვარ დილით ადრე გაღვიძებას, საზოგადოების ჯგუფებთან შეხვედრას, ობიექტებზე სიარულს, გახსნას. მაგრამ ჩემი გრაფიკი დაცლილია, მე დღეს წავალ ბათუმში სადაც ბოლოჯერ გავხსნი ერთ-ერთ ობიექტს. ჩემთვის ასეთი უმოქმედობა რეალურად არის მძიმე, ამიტომ ვერ გეტყვით რომ კომფორტულად ვგრძობ თავს ამ თანამდებობაზე. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თანამდებობაზე ვრჩები, არის ის რომ, ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე შევინარჩუნოთ და საკონსტიტუციო სტაბილურობა შევქმნათ. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მე შეიძლება გამოვიყენო ჩემი კონსტიტუციური უფლება და დავითხოვო მთავრობა ან პარლამენტი, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს მთავრობა აირჩია ქართველმა ხალხმა და ამაზე ლაპარაკი უნდა მორჩეს. მე არ ვაპირებ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ინტერესია გაგრძელდეს საუბარი კონსტიტუციაზე და ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალება ჰქონდეს. მიისვე თქმით, არსებობს სამი პირობა, რომელიც მან დღეს ბიძინა ივანიშვილს გააცნო.
,,ჩვენი მოთხოვნაა შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო პირობები. ნებისმიერი უწყების და პროკურატურის ჩარევის გარეშე სასამართლო უნდა იღებდეს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. მეორე, შეწყდეს ზეწოლა მედიაზე. იცით, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დაიხურა რამდენიმე ტელევიზიაც. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება მოისმინოს განსხვავებული ზრი, მას ალტერნატივის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. მესამე, უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ათასობით ადამიანის დევნა. ქვეყანაში უნდა იყოს ძლიერი მთავრობა და ძლიერი ოპოზიცია, რომ მთავრობა შეცდომებისგან დააზღვიოს", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.
"თუ მთავრობას რამე უშლის ხელს, რომ ხალხისადმი დანაპირები შეასრულოს, მზად ვარ, ხელისუფლების დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პს: ძაან კონსტრუქციული მიდგომაა პრეზიდენტის მხრიდან , სგ , ოცნებას კიდე აბა ვინ რაში გიშლით ხელს , დაიწყეთ რა
This post has been edited by megre on 5 Mar 2013, 19:35