რა ხდება ნეტავ, ხარაგაულში ჯერ ვერ ჩააღწია ეკონომიკურმა აღმავლობამ?
ხარაგაულში ხელფასების მოთხოვნით ექიმები გაიფიცნენ
05 მარტი 15:28187
ხარაგაულის რაიონული საავამდყოფოს მედპერსონალი მეორე დღეა გაფიცულია და საპროტესტო აქციებს მართავს.
შპს „ადითის“ მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულების 45-მდე თანამშრომელი პაციენტების მომსახურებაზე უარს აცხადებს და მიზეზად სამი თვით გაუცემელ ხელფასებს ასახელებს.
გაფიცული თანამშრომლების თქმით, საავადმყოფო შპს „ადითის“ მფლობელობაში გასული წლის ივლისში გადავიდა და მას შემდეგ ხელფასები უგვიანდებათ. მედიკოსები მათი პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში გაფიცვის გაგრძელებით იმუქრებიან და სამედიცინო დაწესებულების კერძო დაფინსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლას ითხოვენ.
http://news.ge/ge/news/story/47910-kharaga...mebi-gaifitsnen