მოკლედ რაღაც უცნაურობა მჭირს და არც ვიცი რის ექიმს ვკითხო
ნუ დღეში რამოდენიმეჯერ მემერტება ესეთი რაღაც...ზუსტად ვერ გადმოვცემ, მაგრამ დაახლოებით ესეთი რამეა თითქოს მკერდიდან შიგნიდან რაღაც წამომაწვება თავში, სასა, ცხვირი და კისრისკენ ამოვა ასე, თითქოს შიგნიდან სივდები
ამ დროს რაღაც მომენტში ღრმად თუ ჩავისუნთქე(მიჩნდებახოლმე უკმარისობა) სასიამოვნო შEგრძნებაც შეიძლება გამოჩნდეს, რომ მომეშვა...თუ არა რამდენიმე წამში ისედაც გავა... ამ დროს ჩასუნთქვისას თითქოს ფილტვები მექავება და ცივი ჰაერი უსიამოვნოა ...მტკივნეული არაა, უბრალოდ გაბრუებსპონტში-ოღონდ არანაირი წონასწორობის დაკარგვა ან ეგეთი
არ ვიცი ცხვირში ის თუ ჩაგიწვეთებიათ, მრგვალ ბაღთან ვიღაც ოჯახი რომაა ცხვირში და ყელში რომ აწვეთებს რაღაცეებს. მე ჩამაწვეთეს ერთხელ, ადრე და მაშინ მქონდა რაღაც ეგეთი სეგრძნებები, ოღონდ ის 2 დღE გამიგრძელდა და ზაან მტკივნეული იყო
ჩემს ექიმს ვკითხე და დააკვირდი რაზე გაქვსო. მემგონი არაფერი არ იწვევს. სუნზე მქონია, მაგრამ მეორედ იმ სუნამოზე არაფერი მომსვლია... ადრე, წლების წინაც (სადღაც 10 წლის წინ) მემართებოდა, ოღონდ იშვიათად და ისიც მგონი როგორც მახსოვს და მაშინ მიმაჩნდა, გაციებისას, ზამთრის პერიოდში, მაგრამ ეხლა ყოველდღე მჭირს, ზამთარ-ზაფხულ
არ ვიცი რა ჯანდაბაა. ზოგადად ჯანმრთელი ადამიანი ვარ, ყოველშემთხვევაში აქამდე არაფერ სერიოზულს არ შევუწიხებივარ და ეს რა ჯადოა???
ხან მეთქი ასთმა ხომ არაა
ან გული
ან ალერგია
სისხლში რამე მაქვს მეტი ან ნაკლები თუ კიბოა რამე არ ვიცი
ირონიის, ისევე როგორც სარკაზმის ხშირი გამოყენება ზნეს აფუჭებს. ის შენ თანდათან ბოროტი უპირატესობისკენ მიდრეკილებას გიჩენს, ხოლო საბოლოოდ კი გამსგავსებს იმ ავ ძაღლს, რომელმაც არა მხოლოდ კბენა, არამედ კბენის შემდეგ სიცილიც კი ისწავლა © ფრიდრიხ ნიცშე
-------------
♑მთავარია ხარისხი♑