მოკლედ ეს კითხვა ზოგს შეიძლება ცოტა ირონიულადაც კი მოეჩვენოს მაგრამ მაინც > Kindle თუ იოტა რიდერი?!
ერთი სიტყვით, გადავწყვიტე ელექტრონული წიგნის შეძენა და არჩევანის გაკეთების დროს ამ ორ ხელსაწყოს შორის გავიჭედე...
იმედია შეძლებთ დამეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
მე კი მანამდე იმ პლიუსებს და მინუსებს ჩამოგითვლით რაც ჩემს დაჟინებულ მზერას არ გამორჩენია.
დავიწყოთ იმით რომ ორივეს შეძენა თითქმის ერთ ფასში შემიძლია.
ქინდლი - 119$ (ჰო მართლა გამომრჩა მეთქვა რომ Paperwhite უნდა შევიძინო)
იოტა რიდერი - 190 ლარი მიჯდება ფასდაკლებით...
ახლა მოკლედ განსხვავებების შესახებ...
თუ შევიძენ იოტა რიდერს - მექნება ქართული ფონტების სრული მხარდაჭერა + 100 ზე მეტი წიგნი უფასოდ ლიტ.ჯი - სგან ... (ქინდლის ქართულ ფონტებზე დიდი ინფორმაცია არ მომეპოვებ)
თუ შევიძენ ქინდლ ფეიფერუაითს - შევძლებ სიბნელეში კითხვას მისი განათების სისტემის საშუალებით (ეს სიტკბოება იოტას არ მოეპოვება)
ქინდლი - თაჩსქრინია ... იოტაც - თუმცა მისი მოხმარება მხოლოდ სპეციალური კალმით ( სტილიუსით ) არის შესაძლებელი. ქინდლს შეგიძლია თითიც უკიტინო ...
იოტა რიდერს აქვს ხატვის ფუნქცია (მიყვარს ხატვა)
ქინდლზე მსგავსი ინფორმაცია ვერ მოვიძიე.
იოტა რიდერის აწყობილია ONYX BOOX 60 (ან 62) ის სისტემაზე... რაზეც დიდი ინფორმაცია არ მოიპოვება (და საერთოდ რამდენად მუშაა არ ვიცით)
ქინდლი - დატესტილი და ნაცადია

იოტა რიდერს - დღესვე ვიყიდი 1 წლის გარანტიით.
ქინდლს - უნდა ველოდო (და ვაითუ რამე შეცდომა მოხდა, რაც მოგეხსენებათ რეალურია და ამაზონიც ურევს ხოლმე, უკან ვეღარ დავაბრუნებ)
ქინდლი - ვორდის ფაილებს არ ხსნის და დაფორმატება და ჩალიჩი უნდა.
იოტა - ბევრ ფორმატზე მუშაობს...
იოტას 4გბ მემორი აქვს
ქინდლს 2 ( თუმცა ქინდლს გაცილებით სწრაფი სისტემა აქვს მგონი)
მოკლედ ასე და ამგვარად აი ამ პლიუს მინუსების კორიანტელში ვარ და ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა.
ჰო მართლა იოტაზე ფასდაკლება 2 დღეღა გასტანს ასე რომ გთხოვთ ოპერატიულად დამეხმაროთ თორემ მერე 240 ლარს ფეხს არ მოუცვლიან...
P.S. - ეს ჩემი პირველი თემაა ფორუმზე და გთხოვთ გაგებით მოვეკიდოთ.
This post has been edited by Neverborn on 6 Mar 2013, 17:45