მოგესალმებით ყველას.
შინდისის გმირებზე ალბათ ყველას გსმენიათ. სოფელში სადაც 17 ქართველი ჯარისკაცი რუსულ ოკუპაციას შეეწირა დღეს პატარა მემორიალია მოწყობილი ღია ცის ქვეშ, მათი ნივთები მზის გულზეა უხეშად რო ვთქვათ მიმობნეული.
გვაქვს სურვილი რომ გავაკეთოთ პატარა მემორიალივით, საუბარია მინაში, ან მეტალოპლასმასში ჩასმულ ყუთზე, რომელიც ამ ადგილას დაიდება და იქ იქნება დაცული ჩვენი ბიჭების ნივთები, როგორც ამ ბრძოლის უტყუარი მატიანე.
პირველად იდეა ახმეტ ხუციშვილმა (ვიდეოს უყურეთ და ნახავთ ვინცაა) გამოთქვა, თუმცა დამხმარე კაციშვილი არ ყავს.
ახმეტთან გუშინ ულაპარაკიათ და გაურკვევიათ რომ, მეტალოპლასტმასის ყუთი სადგარიანად 700 ლარი ჯდება.
ამჯერად 220 ლარია ანგარიშზე.
ვიდეო შინდისის შესახებ
ეს კი სურათი თუ როგორ არის მიყრილი გარეთ ნივთები

თუკი ვინმეს გაქვთ სურვილი, თქვენი პატარა წვლილი შეიტანოთ ამ კეთილ საქმეში შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშებზე
emoney ანგარიშის ნომერი: 369643506
მომხმარებელი: გიორგი კარელიძე
საბანკო ანგარიში
მიმღების ბანკი: სს საქართველოს ,,ბანკი"" . ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: კარელიძე გიორგი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE80BG0000000320447600
ეს არის ეროვნული ვალუტის ანგარიში. ანუ ლარის.
გადმორიცხვის დროს გთხოვთ მიუთითოთ რომ გადმორიცხვას აკეთებთ შინდისის მემორიალისათვის პ.ს. მოდერატორებს გთხოვთ, თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმდენი ხალხი რამდენიც ამ განყოფილებას ათვალიერებს არსად შედიან სხვაგან და თუ მაინც და მაინც თვლით რომ ამ განყოფილებას არ ეხება, რამდენიმე ხანში გადაიტანეთ სხვაგან.
პ.ს.ს. თემას ნუ მოსპობთ და არასერიოზული კომენტარებისგან გთხოვთ თავი შეიკავეთ
– ძალა ერთობაშია.
– გამარჯვებული ხარ მაშინ, როდესაც მოკლულ მტერს გადააბიჯებ.
– ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს