ესეიგი პირველ რიგში ეს თემა ალბათ WWW განყოფილებაში უნდა გამეხსნა, თუმცა ამის უფლება არ მაქვს(7 დღე თუ რაღაც არის საჭირო).
მოკლედ დიდ ბოდიშს გიხდით რომ აქ გავხსენი ეს თემა, მაგრამ რა ვქნა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავჭრა ეს საკითხი თორემ პრობლემები მექმნება.საქმე შემდეგშია:
მოგეხსენებათ საქართველოში 2 ძირითადი ფაილჰოსტინგია გამორჩეული(mydisk.ge & allshares.ge). სწორედ ამ ორ ფაილ-ჰოსტინგზე ვცდილობ ფაილის ატვირთვას თუმცა არ გამომდის.
პრემიუმ პაკეტი მქონდა allshares-ზე და გადავწყვიტე ამეტვირთა ფაილი, გავიდა დრო(10-15 წუთი) ფაილი 1.5 გბ-იანი იყო და რო ვნახე 99%-ზე იყო გაჩერებული, დავუცადე 2 საათი ეგრე იყო(არ ვაზვიადებ), ბოლოს ვიფიქრე რაღაც შემთხვევითობაათქო და თავიდან ავტვირთეს, ისევ იგივე. მერე სხვა ფაილი დაახლოებით იგივე მოცულობის ავტვირთე და იმაზეც იგივე იყო. შემდეგ დაახლოებით 15-20 მეგაბაიტის ზომის ფაილი რომ ავტვირთე თავისუფლად აიტვირთა. ნუ ეგ პრემიუმი გამოვიდა რომ სულ ტყუილად შევიძინე. გადიოდა დრო და არაფერი შველოდა. შემდეგ გადავწყვიტე mydisk-ზე "გადავსულიყავი". ვტვირთავ 1.67გბ-იან ფაილს(როგორც მოგეხსენებათ უბრალოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს მაქსიმუმ 2გბ-იანი ფაილის ატვირთვა შეუძლია). ხო და 100% დააწერა და სიხარულისგან ცას ვეწვიე, თუმცა რათ გინდა, ლინკს არ მაძლევს ფაილის

(( იხილეთ სურათი. აქაც ვცადე და პატარა მოცულობის ფაილი ჩვეულებრივად ატვირთა. მოკლედ აღარ ვიცი რა ვქნა, იქნებ დამეხმაროთ

( ფაილის ფორმატი და ყველაფერი გადავამოწმე და წესით არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს თუმცა ასეა

( ჩემს ერთ ნაცნობსაც ზუსტად ასე სჭირს. არ ვიცი თუ რამეში დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია მარა მაინც: ვინდოუს 7 მაქვს, კაუკასუსის ინტერნეტი. გმადლობთ ვინც ამდენი წაიკითხამაინც :დ
* * *
დამეხმარეთ რა ვინმე :| კაუკასუსშიც დავრეკე და მარტო ინტერნეტი დამირესტარტეს მარა ვერაფერი უშველეს

(
This post has been edited by koshka77713 on 28 Feb 2013, 22:04
მიმაგრებული სურათი