რა "სიფათები" აქვთ

თქვე ცოდოებო!
რატომ ვერ ვხედავ ამ მართლმადიდებლურ ჩადრებსა და ხიჯაბებს ქართველი ქალების ტანზე? ვერ ელევით ხომ გახრწნილი დასავლელების ტანსაცმელს?
ჯინსიანი ქალი სძაგს უფალსა!

ჰა, ესეც ექსპრომტად წრფელის გულითა და მამა იობისეული სიყვარულით:
ეძღვნება სპეტაკ ქართველ მანდილოსნებს!
მეძავივით რად გამოწყობილხარ,
რად აჰყოლილხარ მოდას?
ნუთუ არ გესმის ბილწო დიაცო,
ასე სჩადიხარ უმძიმეს ცოდვას?
თავზე თავშალი, კაბა კოჭამდე
ეკლესიაში ჰბაძავს მარტვილებს
მეორე დილით სხვა რამე მოსავს
ძლივს რომ უფარავს მკერდს და სარცხვინელს
ვერ გაექცევი ჯოჯოხეთის ცეცხლს
წუმწუმასა და ყოფას ტანჯვიანს