დიმიტრი შაშკინი თბილისში დაბრუნდა
08:07 06.03.2013
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისში ოჯახთან ერთად, გამთენიისას დაბრუნდა.
დედაქალაქის აეროპორტი მან სათანადო შემოწმების გავლის შემდეგ, დაუბრკოლებლად დატოვა. ყოფილი მინისტრი საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოფრინდა.
დიმიტრი შაშკინი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას აპირებს:
"ყველამ იცოდა, სად ვიყავი - ვიმყოფებოდი აშშ-ში და არ ვიმალებოდი. ვარ საქართველოს მოქალაქე და ამ ეტაპზე, გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნებულიყავი ოჯახთან ერთად", - თქვა აეროპორტში დიმიტრი შაშკინმა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც მანამდე განათლებისა და სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობებსაც იკავებდა, საქართველო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა და ოჯახთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, თუმცა, სხვადასხვა მედიასაშუალებითა და სოციალურ ქსელებში აქტიურად ეხმაურებოდა მიმდინარე პროცესებს. აშშ-ში ყოფნის დროს მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ "ნიუპოსტმაც" ჩაწერა და გამოაქვეყნა.
http://www.newposts.ge//politika/8626-shas...490262877688597გაიზიარებს ახალაიას ბედს?????
* * *
დიმიტრი შაშკინი საქართველოში დაბრუნდა
09:47 06-03-2013
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამთენიისას ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა. როგორც შაშკინმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა , საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
"ყველამ იცოდა, სადაც ვიმყოფებოდი. ჯერჯერობით თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება, გადავწყვიტო, სად ვიყო. ვარ საქართველოს მოქალაქე, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნდე", - განაცხადა შაშკინმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნდა.
დიმიტრი შაშკინმა საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. იგი აშშ-ში იმყოფებოდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...i-dabrunda.html