"შეიძლება პირველად მაშინ, 1789წლის შემოდგომით ბონაპარტემ ნათლად გააცნობიერა როგორ არ გავდა ხალხი და ქვეყანა მისი მშობლიური კუნძულისა იმ გმირ ერს რომელიც მისმა ოცნებამ წარმოსახა. კორსიკა წარდგა მის წინაშე თავის ჭეშმარიტ ფერებში, არა! ეს არ იყო დიდების მზის სხივებით განათებული თერმოპილი რომელსაც ერთი მუჭა თავზეხელაღებული გმირები იცავდნენ....ეს იყო ძილის სამეფო.". ა.ზ. მანფრედი. ------------------------------------------------------------------------------------------- "მის თვალებში მხოლოდ ორი ფერი შემორჩა: შავი და ყვითელი. სხვა ყველაფერი დაჭკნა თუ იმად იქცა რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა, რამეთუ ყველაფერს ილუზიების წყეული პალიტრა აფერადებდა განგების მიერ მოგონილი სიუჟეტის მიხედვით. თვითონ ლომი თავს შავ ფერებში აღიქვამდა ხოლო სამყარო-ეს უჭირისუფლო სასაფლაო გაყვითლდა და ლომმა ახალგაზრდობის მსხვერპლის მგლის სიმღერა-ყმუილი გამოსცა. მხოლოდ ყმუილი და არა სხვა სიმღერა თუ დაიტევდა იმ ყვითელი ამაოების სევდას რომელიც დედა-სფინქსისაკენ იყო მიმართული. შავი ლომი არ ტიროდა იგი ყმოდა ყვითელი ამაოების უდაბნოში ობლად დარჩენილი. ყმუოდა ტკივილგადავლილი, ილუზიების მიმართ ვალმოხდილი, რწმენის ჭაობებიდან გათავისუფლებული და მარტოსული. მოსვლისა დღიდან მან იომა და გაიმარჯვა დამარცხებაზე შემდეგ გაიმარჯვა გამარჯვებაზეც, გაიმარჯვა სულმოკლეობაზეც და კეთილშობილებაზეც. მაგრამ გამარჯვების სიმსუყემ წუხილის მეტი არაფერი მისცა რა. თუ რატომ ამას დამშვიდებული გამარჯვებული თუ გაიგებს მხოლოდ. ყმუილი დედა სფინქს აუწყებდა რომ: ილუზია-ცისარტყელით აღტაცებული შავი ლომი ამაოდ გავიდა გზაზე, რამეთუ გზამ იგი ისევ საწყის ალაგას მიიყვანა და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ოღონდ ამჯერად შავი ლომი ორ ნამდვილ ფერს ხედავს, შავს და ყვითელს. ილუზია-ცისარტყელა სასაცილოდაც აღარ გამოდგება არათუ სატყუარად. შავი ლომი მიხვდა რომ უდაბნოში(ყვითელ უდაბნოში) არაფერი არ არსებობს, თვით არაფერიც კი არ არსებობს უდაბნოში. მაგრამ ვინაიდან რასაც აქვს დასაწყისი დაუსრულებელი ვერ იქნება, ამიტომაც დასრულდა ყმუილი. მხოლოდ სხეულის შენარჩუნების ინერციის ილუზია-თვითმოტყუების გზა დარჩა ჯერ კიდევ დასასრულებელი უდაბნოს წრეზე მოსიარულე შავ ლომს, იგი ზიზღნარევი ღიმილით აპირებს ამ გზის დასრულებას........ დედა-სფინქსი კი როგორც წინათ ისევ მდუმარედ გაჰყურებს ყვითელ უდაბნოს და მარტო მან იცის რომ სინამდვილეში მხოლოდ ეს ფერი არსებობს.". 23.07.1999წელი. ადელაიდა.
This post has been edited by urfinjus8 on 7 Mar 2013, 12:15
მიმაგრებული სურათი