#35504981 · 7 Mar 2013, 22:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრი შესავლის გარეშე - ნაციონალურ მოძრაობას დღეისათვის ერთი მაღალი კოზირი აქვს: პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნისა და ახალი მთავრობის პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშვნის უფლება. რამდენად საშიშია ეს კოზირი მიმდინარე განშლაში? რა შეიძლება დაუპირისპირონ ქოცებმა ამ კოზირის გამოყენების აქტს?
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, მითუმეტეს ბოლო დღეების "შეხმატკბილებული" ქმედებების ფონზე, წარმოვიდგინოთ, რომ მიშამ მაინც მოახერხა და გააკეთა ეს - დაითხოვა მთავრობა. სწორედ მთავრობა, და არა პარლამენტი, რადგან პარლამენტის დათხოვნა ავტომატურად ახალ არჩევნებს გულისხმობს, რაც ნაცებისთვის ხარაკირია.
მთავრობის დათხოვნა და პრეზიდენტისთვის სასურველი ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება ტექნიკურად რთული და ხანგრძლივი პროცესია, რადგან საბოლოო შემადგენლიბის მისაღევად პრეზიდენტმა სამჯერ მაინც უნდა მიიღოს უარი პარლამენბტისგან. ეს პროცესი თავისუფლად შეიძლება ორი-სამი თვე გაგრძელდეს. ანუ დღესვე რომ დაიწყოს მიშამ, ივნისში შეიძლება მხოლოდ მიიღოს ახალი მთავრობა.
მაგრამ აქ უკვე პარლამენტმა შეიძლება გააძროს სახელოდან ტუზი: გამოაცხადოს არც მეტი, არც ნაკლები - თვითლიკვიდაცია. ანუ აიძულოს პრეზიდენტი გააკეთოს ის, რაც მას ყველაზე მეტად არ აწყობს - ახალი პარლამენტის არჩევნების დანიშვნა.
პრეზიდენტის მაღალი კოზირი, რომელიც ამ წუთას ხელთ უპყრია უფრო ქვეყნისთვის არის საშიში, ვიდრე ქართული ოცნებისთვის. ამ კოზირის გამოყენება კიდევ სულ მცირე ნახევარი წლით გადასწევს ისედაც ჩამოყალიბებულ გაუგებარ გარდამავალ პერიოდს.
--------------------
errare humanum est
|