#35506693 · 7 Mar 2013, 23:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს კაცი არის და იქნება ქართველობის სიმბოლო. მან თავი შესწირა ქვეყანას. ესეთი გმირები იშვიათია. სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ კაცს სათანადოდ ვერ ვაფასებთ
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა 10:36 07.03.2013
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ჟიული შარტავა 1944 წელს, სენაკში დაიბადა. სენაკის საჯარო სკოლის ოქროს მედალზე დასრულების შემდეგ თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც ორგანიზატორული ნიჭითაც გამოიჩინა თავი. მისი პოლიტიკური კარიერა საკმაოდ სწრაფად განვითარდა.
1993 წლის ივნისში, ჟიული შარტავა, რომელსაც რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირები ჰქონდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
სოხუმის დაცემის დღეს მან ქალაქი არ დატოვა. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ შარტავა ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. წელს ჟიული შარტავას გმირული დაღუპვიდან 20 წელი სრულდება.
მოგვიანებით, შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. ის თბილისში, საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს.
2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, ჟიული შარტავა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვეს.
|