2005 წლიდან ზემოთ არის უკვე B7 კუზაო, რაც შენ გინდა
მე მყავს უკვე წელიწად ნახევარზე მეტია 2.0TFSI ძრავით მექანიკა. საკმაოდ კარგი მანქანაა, არც თუ ისე "ძვირი შესანახი".
ერთი, რასაც გირჩევ, ავტომატიკას არ გაეკარო, ვარიატორიანი კარობკა უდგას და მეგობარს გაუფუჭდა, 3500$ მოთხოვეს კარობკაში, ისიც ნაცნობობით, და დამტვრეული მეორე მანქანა იყიდა ამერიკაში, ჩამოიყვანა, კარობკა გადმოიტანა თავისაზე და იმას ახლაც ნაწილებად ყიდის

)
ტურბოს თუ მოუფრთხილდები და ცივზე არ აგაზავებ და გაცხელებულზე არ ჩააქრობ, არაფერი მოუვა

მაგრამ 3.2 FSI დაითრიე, თუ ბენზინის პრობლემა არ გაქვს და ეგ ნიუანსებიც აღარ შეგაწუხებს

პერედოკი სუსტი არ აქვს, მთავარია სადმე არ ჩაათხლიშო გამეტებით. B6 კუზაოს ნაწილების უმეტესობა მიდის ზედ ისე. რეზინკები თუ მოუსლაბდა, ყველა იპრესება და მაქსიმუმ 200-300 ლარი დაგიჯდეს მთელი პერედოკი (თუ ნაწილი არ გაგიხდა შესაცვლელი, გიტარები ძვირია საკმაოდ, მაგრამ რეზინკებს თუ დროზე დაუცვლი და არ აბრახუნებ, არ გაფუჭდება).
ჩემსაზე ბაბინები დაიწვა მალევე ყიდვიდან და მაგათი გამოცვლა მომიწია კიდევ... 80 ლარი ღირდა თეგეტაში ცალი.
წელიწადნახევრიანი ხმარების მერე მე გეტყვი ჩემსას რა რემონტიც დაჭირდა: რემნის შეცვლა: რემენი 75 ლარი, დამჭიმები ორი ცალი 40 ლარი ორივეში, თუ სწორად მახსოვს, ხელობა 80 ლარი. 2 შარავოი (გაფუჭებული იყო რომ ჩამოვიდა და ჩაიპრესა 80ლ სულ), 2 სტერჟინი და 2 ნაკანეჩნიკი (სადღაც 150 ლარი ხელობიანად), "სცეპლენია" ჩამოვწვი, მოვახერხე

და 130 ლარი დამიჯდა გადაკვრა, სარკე გავტეხე მარჯვენა კარზე

2005-ს ზემოთ მოდელების 250$ დამიფასეს და B6-ს 100$, საბოლოოდ, B6 მყავსთქო მოვატყუე და ვიყიდე, 120 ლარში მომცა. სხვაობა არანაირი არაა, იკეცება, მოძრაობს და თბებაკიდეც

ახლა "პადმატორნი" არის ერთი დასუსტებული და ჯერ არაა შესაცვლელი, მაგრამ ფასები გავიკითხე და 250 ლარი ღირს ახალი B7-ის, მაგრამ B6-ისას 150 ლარში მიცვლიან ორივეს ხელობის ჩათვლით

ნუ, ზეთის შეცვლას (90 ლარამდე) და "კალოტკებს" (110 ლარი) არ ვანგარიშობ, ეგ ყველა მანქანას ჭირდება
ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წელიწადნახევრიანი ხმარების ხარჯი ჯამში 745 ლარი (გატეხილი სარკე და ჩამომწვარი სცეპლენია არ ითვლება

) + ბენზინი.
წვას რაც შეეხება, არავინ მოგატყუოს 2.0 TFSI 9 ლიტრს წვავს ქალაქშიო. მე 11-12 ვაწვევინებ, მაგრამ მომენტებში ვგაზაობკიდეც, ტრასაზე საქართველოს პირობებში 8.5 ვერ ჩამოვაცილე, მაგრამ თურქეთში ვიყავი გადასული და 6-6.5 წერდა ბორტკომპიუტერი. გონიოში გავავსე ბაკი, ტრაბზონში ჩავედი, თბილისში დავბრუნდი და კიდევ აქ ვიარე 100 თუ 150 კმ.
მოკლედ, დაიკიდე მითი აუდის რთულ შესანახაობაზე და იყიდე თუ მოგწონს, რაც არ უნდა იყიდო, ყველა მანქანას ჭირდება რაღაც თანხის დახარჯვა ზემოდან
This post has been edited by ikaveru on 2 Mar 2013, 20:03
აგია ცხოვრება სიმონ???...