#35610670 · 15 Mar 2013, 12:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქალთა #5 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის გამო დირექტორი თანამდებობას ტოვებს 14 მარტი 12:01 , 2013 ქალთა #5 დაწესებულების დირექტორი მედიკო ალანია თანამდებობას ტოვებს. როგორც „Front News”–ისთვის გახდა ცნობილი, ფაქტი ქალთა დაწესებულებაში ბოლო დროს მომხდარ რამდენიმე სკანდალს უკავშირდება, მათ შორის - ორი დღის წინ დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანის ფაქტს, რომელსაც, სავარაუდოდ, მაია ხასიას დეპარტამენტის თავმჯდომარეობა შეეწირა.
კერძოდ, „Front News”–ის ინფორმაციით, ორიოდე დღის წინ დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანის ფაქტი დაფიქსირდა, რასაც დაწესებულების შემოწმება მოჰყვა. უწყებაში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული. მედიკო ალანიას შვებულებაში გასვლის შესახებ დააწერინეს განცხადება, რეალურად კი ეს პერიოდი მისი შემცვლელის მოსაძებნად იქნება გამოყენებული.
ამ ფაქტის შესახებ კონკერტულ ინფორმაციას სამინისტროში არ გასცემენ. როგორც სოზარ სუბარის უწყების პრეს–სპიკერი ირაკლი კორძაია აცხადებს, ის არც ნარკოტიკების შესახებ ფლობს ინფორმაციას და არც იმის თაობაზე, გავიდა თუ არა შვებულებაში მედიკო ალანია. მან არც ის იცის, მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მსჯავრდებულ ქალებზე ძალადობაში დაადანაშაულეს და სისტემიდან დაითხოვეს #5 საპატიმროს ნახევრადღია და დახურული ტიპის განყოფილების უფროსი გიორგი ფიფია და ამავე საპატიმროს უსაფრთხოების რეჟიმის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი როდონაია, რომელთაც ამ გადაწყვეტილების შესახებ პირდაპირი ტელეეთერის საშუალებით შეიტყვეს.
სააგენტოს ინფორმაციით, როდონაია თავს დამნაშავედ არ თვლის და შესაძლოა, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. რაც შეეხება ფიფიას, „Front News”–ის ინფორმაციით, მან ყოფილ მსჯავრდებულ ქალბატონზე იქორწინა და მოსკოვში წავიდა საცხოვრებლად.
მანამდე სამსახურიდან დაითხოვეს მედიკო ალანიას ერთ–ერთი მოადგილე, თუმცა ფაქტი არ გახმაურებულა და მის ადგილზე გენინსპექციიდან ახალგაზრდა ქალბატონი გადაიყვანეს. როგორც კულუარებში საუბრობენ, ახალი კადრი დირექტორის ხელმძღვანელის მეთვალყურე უფრო იყო, ვიდრე დაწესებულებაში კონკრეტული ფუნქციის შემსრულებელი. სუბარი მოსახსნელია საწრაფოდ * * * რა ხდება უდანაშაულო ხალხს რომ ადანშაულებენ და სათანადო გამოძიებისგარეშე გადაწყვეტილებებს რომ იღებენ რომელ ქვეყანაში ვართ, ეს ხალხი თუ უდანაშაულოა მართლა , სამართლებრივი სტატუსი რა უნდა მიეცეს ამას
|