იმედია გუგა და გვანცა არ მიმიხურავენ ამ თემას

მოკლედ ფორუმელების შეხვედრა როგორც ვიცი ბოლო დროს საკმაოდ იშვიათობაში გადაიზარდა. ყველას ეზარება საორგანიზაციო საკითხებზე სირბილი და ზედმეტი თავის ატკიება.
რაშიც მე დაგეხმარებით. იმ შემთხვევაში თუ სურვილი იქნება თქვენგან, გავაკეთოთ ერთი გასვლა ქალაქიდან, თან ამინდებიც უკვე გამოდის და მალე სიცივეც აღარ შეგვაწუხებს.
გამომდინარე იქედან, რომ მეც ერთ-ერთი თანაფორუმელი ვარ და
Kandinskaia ალბათ დამეთანხმება, რომ არც ისე ცუდი ორგანიზატორი, კარგი შეკრება გამოგვივა.
ამ ეტაპზე დაგეგმილი შემდეგი ტური 14 აპრილს: საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-ტიმოტესუბანი-მწვანე მონასტერი. მარშუტი საკმაოდ დიდია, თანხაც შესაბამისად დიდია 50 ლარი გასვლა დილის 7 საათზე.
ამ ტურის გარდა შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ იდეები და მე პირადად ძალიან მაინტერესებს გარეჯის უდაბნოს ნახვა (საფარასთან შედარებით საკმაოდ მოკლე მარშუტია, რაც ნიშნავს რო ფულიც გაცილებით ნაკლები დაგვჭირდება ), თუ ვინმეს რაიმე სხვა იდეა გაქვთ შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ და დავგეგმოთ ერთი გასეირნება ხო იცით მთავარია სურვილი
ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ აქ ან პმ-ში.
This post has been edited by Kandinskaia on 2 Apr 2013, 17:10