Just do Itრაც მახსოვს ზეპირად,დაგიწერ.
ნერწვის 99-% არის წყალი,დარჩენილი 1% არის ორგანული და მინერალური ნივთიერებები.
არაორგანულიდან შეიცავს:კალციუმის მარილებს,ფოსფატებს,კალიუმის და ნატრიუმის ნაერთებს,ქლორიდებს,ფტორიდებს და ა.შ.
ფიზიოლოგიურ პირობებში ნერწყვი გაჯერებულია ჰიდროქსიაპატიტებით და ფტორაპატიტებით.
ორგანული კომპონენტებიდან შეიცავს:გლიკოპროტეიდებს,ამილაზას,მუცინს და A ჯგუფის იმუნოგლობულინებს.
ნერწყვი ასევე შეიცავს ლიზოციმს,ჰიალურონიდაზას,დნმ-აზას,რნმ-აზას.
ეხლა რაც შეეხება დანიშნულებას,მარტივად რომ ვთქვათ,მინერალური მარილები მონაწილეობენ კბილის ქსოვილების მინერალიზების მუდმივობის შენარჩუნებაში (კარიესისადმი რეზისტენტულობაში)
ლიზოციმს(ასევე ლიპაზას,დნმ-აზას და რნმ-აზას) აქვს ბაქტერიოციდული თვისება,ანუ ანეიტრალებს არასასურველი ბაქტერიების ზემოქმედებას პირის ღრუში.
ნერწყვში არსებული იმუნოგლობულინებიც ასევე ახორციელებენ დამცველობით ფუნქციას.
მუცინი ნერწყვს ანიჭებს სიპრიალეს და ხელს უწყობს საკვების გუნდის ჩამოყალიბებას,რათა შემდგომში ადვილად მოხდეს გადაყლაპვა.
ამილაზა (L-ამილაზა) ნახშირწყლებს შლის პირის ღრუში და გარდაქმნის მას დექსტრინებად,მალტოზად ,მანოზად და ა.შ.
ფოსფატაზები მონაწილეობენ კალციუმ-ფოსფორის ცვლაში და უზრუნველყოფენ კბილის მაგარი ქსოვილების მინერალიზაციას.
ჰიალურონიდაზას აქვს კბილის მაგარ ქსოვილებში შეღწევის უნარი.
ამ წუთას სხვა არ მახსენდება,თუმცა ძირითადად ეს არის