თავისუფლების კლუბი - Club of Liberty მხარდაჭერას უცხადებს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და უერთდება მათ პროტესტს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსურდულია, აგრარული უნივერსიტეტის, რომელიც ბოლო დროინდელი რეფორმების შედეგად ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა, ავტორიზაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაც კი.
ორშაბათს, 11 მარტს, 19:00 საათზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც გადაწყდება ჩამოერთმევა თუ არა აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია.
გთხოვთ შემოგვიერთდეთ 11 მარტს 4 საათზე ვიკრიბებით სტუდენტები სპორტის სასახლესთან
This post has been edited by ClubOfLiberty on 10 Mar 2013, 17:55
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)