#35771579 · 27 Mar 2013, 11:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღის ძიძა მოთხოვნები: • პროფესიული განათლება (დამადასტურებელი სერთიფიკატი. პრიორიტეტი მიენიჭება ექთნის, სანიტრის სპეციალობის მქონე პირებს); • მუშაობის მინიმუმ, 1 წლის გამოცდილება (სასურველია ბავშვებთან; მუშაობის გამოცდილება -მიენიჭება პრიორიტეტი); • დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევები; • დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარ-ჩვევები; • პრობლემების გადაჭრის უნარი; • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები; • პასუხისმგებლობის გრძნობა; • პუნქტუალურობა; • კომუნიკაბელურობა; • რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან (რეკომენდატორი 2 პირი); დღის ძიძის ფუნქციები: • დაგეგმილი სამუშაოების წარმოება (შესრულება, დოკუმენტალურადჩაბარება- გადაბარება); • აღსაზრდელების ჰიგიენაზე პასუხისმგებლობა (კონტროლი, ფიზიკური დახმარება); • აღსაზრდელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა (ყურადღება, კონტროლი); • აღსაზრდელებზე გაცემული მედიკამენტების ყოველდღიური ნაშთის აღწერა; • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით აღსაზრდელის ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მუშაობა; • საჭიროებისდა მიხედვით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეხვედრებში მონაწილეობა; • სააღმზრდელო ნაწილის პერსონალის შეხვედრებში მონაწილეობა; • სააღმზრდელო გარემოს ჰიგიენაზე პასუხისმგებლობა; • ბავშვთა უფლებების დაცვა; • სკოლის შინაგანაწესის დაცვა; თუ თქვენ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს და შეგიძლიათ თავი გაართვათ აღნიშნულ ფუნქციებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: skola202@gmail.com
|