მე მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ თუ არ ვცდები ეს იდეა ჯერ არავის არსად გამოუთქვამს. ხოლო თუ ვცდები მაშინ უნდა დამიჯეროთ რომ არავისგან გადმომიღია და ჩემით დავამუშავე დამოუკიდებლად 
კოსმოსის ათვისების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა თანამედროვე რაკეტა-მატარებლების და მათ მიერ კოსმოსში გაგზავნილი ხომალდების შედარებით დაბალი საწყისი სისწრაფეები. როგორც წესი, თხევად-საწვავიან რაკეტებს შეუძლიათ განავითარონ არაუმეტეს 20 კმ/წმ (ამ მხრივ რეკორდი დამყარებული იქნა აშშ კოსმოსური ხომალდის
New Horizons მიერ-16.26 კმ/წმ), მაგრამ ეს სისწრაფე არაა საკმარისი იმისათვის რომ მოკლე ხანში მივაღწიოთ მზის სისტემის შორეულ წერტილებს და მით უმეტეს გავიდეთ ვარსკვლავთშორის სივრცეში. გამომდინარე აქედან, საჭიროა პრინციპულად განსხვავებული გზების მოფიქრება რომელიც ენერგიის გაცილებით უფრო გრანდიოზულ წყაროს გამოიყენებს მაღალი სისწრაფეები მისაღწევად. ერთ-ერთი ასეთი, კერძოდ კი ბირთვული ენერგია მრავალჯერ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ნაშრომებში ენერგიის წყაროდ, ახლა წარმოგიდგენთ მის ერთ-ერთ ვარიანტს.
როგორც ცნობილია, დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნვას ანდომებს 23 საათს, 56 წუთს და 41 წამს. გამომდინარე აქედან და აგრეთვე დედამიწის ზომებიდან დედამიწის ბრუნვის ხაზოვანი სისწრაფე ეკვატორზე ტოლია 465 მ/წამისა, რაც დედამიწის პირველ კოსმოსური სიჩქარესთან შედარებით (7,9 კმ/წმ დედამიწის ზედაპირზე) მეტად მცირე და არაარსებითი სიდიდეა. საქმე მეტად გაიოლდებოდა თუკი დედამიწა თავისი ღერძის გარშემო იბრუნებდა გაცილებით სწრაფად და მაშინ რაკეტების გაშვების შემთხვევაში ჩვენ უკვე გვექნებოდა საწყისი, გაცილებით მაღალი სისწრაფე იმასთან შედარებით რაც ახლა გვაქვს. რასაკვირველია, ჩვენ არ შეგვიძლია დედამიწის ბრუნვის აჩქარება, თუნდაც იმიტომ რომ ეს არასასურველ კლიმატურ ცვლილებებს გამოიწვევდა ჩვენ პლანეტაზე და ამას გარდა ჩვენ არ გაგვაჩნია ენერგიის ასეთი გიგანტური წყაროები.
მაგრამ ჩვენ ხელს არაფერი გვიშლის რომ ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ გაცილებით ნაკლები მასის ასტეროიდზე რომლებიც ასე მრავლად მოიპოვებიან მზის სისტემაში. ამ მიზნისათვის საჭიროა შეირჩეს რაც შეიძლება მცირე მასის ასტეროიდი რომლის ეკვატორზე ურთიერთსაწინააღმდეგო წერტილებზე დამონტაჟებული იქნება ბირთვული მუხტი რომელთა დეტონაცია გამოიწვევს ასტეროიდის ბრუნვის აჩქარებას:
ასტეროიდის საწყისი ბრუნვა:
ასტეროიდის აჩქარებული ბრუნვა ბირთვული მუხტების დეტონაციის მეშვეობით: 
გამომდინარე უსაფრთხოების ზომებიდან ბირთვული მუხტების დეტონაცია უნდა მოხდეს მაშინ როდესაც მოცემული ასტეროიდი ყველაზე შორს იქნება დედამიწიდან. ეს არ იქნება რთული პრობლემა, რადგან იოლად შეიძლება შეირჩეს მომენტი როდესაც დედამიწის და ასტეროიდის აპოჰელიუმები მზის სისტემის ურთიერთსაწიანაღმდეგო მხარეზე იქნებიან მოთავსებულნი.
რომელი ასტეორიდი იქნება ამ მიზნისათვის გამოსადეგი? პირობები საკმაოდ გვზღუდავს არჩევანში: ასტეროიდი არ უნდა იყოს მეტისმეტად დიდი ზომის თორემ ვერავითარი ბირთვული მუხტით ვერ მოვახერხებთ მისი ბრუნვის აჩქარებას. ამას გარდა რაკი ჩვენ კოსმოსური ხომალდის გაშვება გვინდა ასტეროიდის ეკვატორიდან მაშინ უმჯობესია რომ ასტეროიდს ჰქონდეს არა სფერული ფორმა არამედ მოგრძო/ცილინდრისებური, ისეთი როგორიც აქვს ასტეროიდ
ეროსს. იმ შემთხვევაში თუკი ასეთი ასტეორიდის ბრუნვის პოლუსები იქნება მოთავსებული მისი ცილინდრისებური ზედაპირის გვერდითი ზედაპირის ცენტრში მაშინ ამ ასტეროიდის სწორედ უკიდურესი წერტილებზე გავა ეკვატორის ხაზი და სწორედ ეს წერტილები იმოძრავებენ უდიდესი სისწრაფით, რაც მეტად ხელსაყრელი იქნებოდა:

ტექნიკურად როგორ უნდა აჩქარდეს ასტეროიდზე მოთავსებული კოსმოსური ხომალდი? ადვილი შესაძლებელია რომ შემდეგი გზა აღმოჩნდეს საუკეთესო: ხომალდი რომელიც გაიგზავნება დედამიწიდან უნდა დაჯდეს ასტეროიდის პოლუსზე და შემდეგ რაიმე უკონტაქტო მეთოდით (მაგალითად
მაგნიტური ლევიტაციის) აჩქარდეს ეკვატორისკენ რომლის მიღწევის შემდეგ ხომალდი მოწყდება ასტეროიდს და გაემართება მოცემული მიმართულებით.
რა მიმართულებით შეიძლება ხომალდი საერთოდ გაიგზავნოს? ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება თვითონ ასტეროიდის ბრუნვის ღერძის მდებარეობაზე ასტეროიდის მზის ირგვლივ ბრუნვის სიბრტყის მიმართ. კერძოდ, თუკი ასტეროიდის ბრუნვის ღერძი ასტეროიდის მზის ირგვლივ ბრუნვის სიბტყეზე ძევს (ასეთი სიტუაციაა მაგალითად პლანეტა ურანის შემთხვევაში) მაშინ კოსმოსური ხომალდი ცის სფეროს ნებისმიერი წერტილისკენ შეიძლება გაიგზავნოს მთელი წლის (ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ასტეროიდის მზის გარშემო გარემოქცევის პერიოდი-
სიდერული პერიოდი) განმავლობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ახლოსაა ასტეროიდის ბრუნვის ღერძი ასტეროიდის მზის ირგვლივ ბრუნვის სიბტყესთან მით მეტი წერტილი ცის სფეროზე შეიძლება მოიცვას კოსმოსური ხომალდის გაგზავნის ამ სისტემამ მთელი სიდერული პერიოდის განმავლობაში.

რასაკვირველია, რაც მეტ კოსმოსურ ხომალდს გააგზავნის ასტეროიდი და რაც უფრო მძიმე იქნებიან ეს ხომალდები მით უფრო მეტად შენელდება ასტეროიდის ბრუნვა-კოსმოსური ხომალდები სიჩქარეს/ენერგიას ხომ ასტეროიდის კუთხური მომენტიდან აიღებს. ამიტომ დროდადრო აუცილებელი იქნება ბირთვული მუხტების ხელახალი დეტონაცია ასტეროიდის მოძრაობის კვლავ ასაჩქარებლად.
მაშ, გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი კეთილი საქმისათვის
This post has been edited by არწივი9 on 11 Mar 2013, 19:15