რა ახასიათებს ლუდომანიას?
თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, კაზინოში და აპარატებთან უფრო და უფრო მეტი ხნის გატარება;
ინტერესთა სფეროს შეცვლა - თამაში ადამიანის ცხოვრებიდან თანდათან დევნის სხვა ინტერესებს; ლუდომანი მხოლოდ თამაშზე ფიქრობს, გონებაში სათამაშო კომბინაციებს და მასთან დაკავშირებულ სიტუაციებს წარმოისახავს;
თვითკონტროლის დაკარგვა - ლუდომანი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ ახერხებს თამაშისთვის თავის დანებებას, განურჩევლად იმისა, იგებს თუ გამუდმებით აგებს;
ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას, რადგან თამაშის სურვილი ძნელი გადასალახია. ეს მდგომარეობა ძლიერ ჰგავს ნარკომანთა აბსტინენციას, რომელსაც თან სდევს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
თამაშის გახშირება, ამასთან, მომატებული რისკის ხარჯზე;
გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ გაეკაროს სათამაშო ადგილს, საკმარისია უმნიშვნელო პროვოკაცია და თამაშზე დამოკიდებულება ახლდება. წყარო
http://mkurnali.ambebi.ge/narkologia/3394-...kidebuleba.html მოკლედ რომ ვთქვა, და აზრი თემის გახსნის, მაინტერესებს საიდან ემართება ადამიანს ეს გამდიდრების მანია... :/
მიმაგრებული სურათი
...