შპს დაზღვევის კომპანია „ქართუ“ - 2001 წელს შექმნილმა ორგანიზაციამ პირველი ტენდერი 2014 წელს მოიგო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის არასრული ერთი წლის განმავლობაში 39 ტენდერში გაიმარჯვა და საერთო ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარი მიეღო.
სადაზღვევო კომპანიის 82%-ზე მეტს ბანკი „ქართუ“ ფლობს, დაახლოებით 18%-ს კი კომპანია „რინგოლდ ფინანას ლიმიტედი“, რომელიც ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ნათესავი არჩილ მამაცაშვილია.
ტენდერების უმეტეს შემთხვევაში „ქართუ“ ერთადერთი მონაწილე იყო, რაც წარმოშობს პროცესის ხელოვნურად შეზღუდვის ეჭვს. ასევე აღსანიშნავია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი (SPA140031350), რომელიც 2014 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება მხოლოდ სამ დღეს წარმოებდა (6-9 იანვარი), მათ შორის ერთი, დასვენების დღე - შობა იყო.
აი იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც მოულოდნელად ერთხმად გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება:
• იუსტიციის სამინისტრო
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო
• ენერგეტიკის სამინისტრო
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
• ქ. თბილისის მერია
• თბილისის საკრებულოს აპარატი
• ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
• თვითმმართველი ქალაქი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი
• აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)
• საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
• სურსათის ეროვნული სააგენტო
• შემოსავლების სამსახური
• საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
• სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
• საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
• ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
• შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
• სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
• შპს საქაერონავიგაცია
• ს.ს.ი.პ. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
• სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი
• შპს საქართველოს ფოსტა
• სსიპ ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი
• შ.პ.ს. საქართველოს ტელერადიოცენტრი“.

ბანკმა „ქართუმ“, 2015 წლის პირველი კვარტალი 11.532 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც გასული წლის მარტის ბოლოსთვის მიღებულ 657.262 ათასლარიან მოგებასთან შედარებით 1654%-ით, ანუ დაახლოებით 17,5-ჯერ გაიზარდა. გაზრდილია „ქართუს“ სააქციო კაპიტალიც - 201.95 მლნ ლარიდან 249.837 მლნ ლარამდე.
ასევე „ქართუ“ ბანკის აქტივები 2015 წლის 31 მარტისთვის 920.472 მლნ ლარი იყო, ხოლო შარშან იგივე პერიოდისთვის - 570.326 მლნ ლარი. მთლიანი ვალდებულებები კი 368.376 მლნ ლარიდან 670.635 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ბანკს ერთადერთი აქციონერი ჰყავს, 100%-იანი წილის მფლობელი „ჯგუფი ქართუ“, რომლის 100%-ი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟს უტა ივანიშვილს ეკუთვნის.
2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 101 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ 7%-ით გაიზარდა, თუმცა „ქართუ“ ბანკისმსგავსი ზრდა მოგებაში არცერთ ბანკს არ დაუფიქსირებია. აღსანიშნავია „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი“-ს 1310%-იანი მოგება, თუმცა ეს მხოლოდ 705 ათას ლარიან მოგებას ნიშნვას.
მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია.
ბიძინა ივანიშვილი
24.12.2012
adblockplus.org