თამაშში მონაწილეობს ორი მოთამაშე. თამაში მიმდინარეობს გადარჩეული 20 კარტით:
ტუზი
11 ქულა

10-იანი
10 ქულა

კაროლი
4 ქულა

დამა
3 ქულა

ვალეტი
2 ქულა
თითოეულ მოთამაშეს ურიგდება სამი კარტი. დარიგების შემდეგ იხსნება კარტი, რომელიც განსაზღვრავს კოზირს.
სვლა კეთდება ერთი კარტით, ან ერთი "მასტის" ორი კარტით ან ერთი "მასტის" სამი კარტით. (კარტის გატნევა "მასტის" მიხედვით არ არის აუცილებელი). თუ კარტი გაჭრილია მოწინააღმდეგის კარტის მიერ, მაშინ კარტი მიაქვს მოწინააღმდეგეს, მაგრამ თუ ერთი კარტი მაინც დარჩა გაუჭრელი - კარტის ჩამომსვლელს.
მოგებულია ის, ვინც პირველი შეასრულებს 31 ქულას. მოგებულად თავის გამოცხადება მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა მისი სვლა არის. ამ შემთხვევაში მან უნდა დააჭიროს ღილაკს "ვარ". თუ მოთამაშე თავს გამოაცხადებს მოგებულად და მას არ აღმოაჩნდება 31 ქულა, იგი ითვლება წაგებულად. თუ მოთამაშერ ვერ ჭრის მოწინააღმდეგის მიერ ჩამოსულ კარტს, მას უფლება აქვს ოპონენტს ფარულად გაატანოს კარტი,ამობრუნების გარეშე. ამისათვის უნდა აარჩიოს კარტი, და დააჭიროს ღილაკს "გატანება".
სამი ერთნაირი მასტის კომბინაციას ეწოდება
"მალიუტკა"
თუ მოთამაშეს მაგიდის შექმნისას მონიშნული აქვს აქვს " მალიუტკა" ურიგოდ, კომბინაცია "მალიუტკის" სვლა ხდება ურიგოდ, თუ მონიშნულია "მალიუტკა " რიგით, ამ შემთხვევაში მოთამაშე ელოდება სვლის თავის რიგს.
სამი კოზირის კომბინაციას ეწოდება
"ბურა"
იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება "ბურა", იგი პარტიას იგებს შეგროვილი ქულების რაოდენობისაგან დამოუკიდებლად.
სამი ტუზის კომბინაციას, საიდანაც ერთი აუცილებლად ტუზკოზირია, ეწოდება
"სამეფო ბურა"
იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება "სამეფო ბურა", იგი პარტიას იგებს ორმაგი ქულებით. მაგალითად თამაში მიმდინარეობდა 4 ქულაზე, სამეფო ბურით მოგებისას, მოთამაშე მიიღებს 8 ქულას.
სამეფო ბურა გამოიყენება მარტო იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს მაგიდის შექმნისას მონიშნული აქვს "სამეფო ბურა"
თამაშის მიმდინარეობს წინასწარ არჩეულ ქულამდე. მოთამაშემ მაგიდის გახსნამდე უნდა აირჩიოს, სადამდე სურს თამაში: 3 ქულამდე, 7 ქულამდე თუ 11 ქულამდე.
მოთამაშეს სვლის გაკეთებისთვის მოსაფიქრებლად ეძლევა გარკვეული დრო. თუ მოთამაშემ გადააცილა დროს, დარიგებულ ხელში ითვლება წაგებულად.
მოთამაშეს სვლის გაკეთების წინ შეუძლია მოწინააღმდეგეს შეთავაზოს ქულის გაორმაგება - "დავი". მოწინააღმდეგეს შეუძლია უარი თქვას შემოთავაზებაზე და დათმოს ხელი, ან წამოვიდეს შეთავაზებაზე და გააგრძელოს თამაში უკვე ორ ქულაზე, ან მოითხოვოს გასამმაგება - "სე". მოწინააღმდეგეს აქვს ისევ სამი ვარიანტი : უარი, სვლა, ან გაოთხმაგების შეთავაზება "ჩარი". შეთავაზება შეიძლება 6 მდე ("
ფანჯი", შაში").
-----------------------
5-კარტა ბურათითოეულ მოთამაშეს ურიგდება ხუთი კარტი. დარიგების შემდეგ იხსნება კარტი, რომელიც განსაზღვრავს კოზირს.
სვლა კეთდება ერთი კარტით, ან ერთი "მასტის" ორი, სამი, ოთხი ან ხუთი კარტით. თუ კარტი გაჭრილია მოწინააღმდეგის კარტის მიერ, მაშინ კარტი მიაქვს მოწინააღმდეგეს, მაგრამ თუ ერთი კარტი მაინც დარჩა გაუჭრელი - კარტის ჩამომსვლელს.
ქულები:
ტუზი - 11 ქულა
10 – 10 ქულა
კაროლი - 4 ქულა
დამა - 3 ქულა
ვალეტი - 2 ქულა
9,8,7,6 – 0 ქულამოგებულია ის, ვინც პარტიის დასრულებისას შეაგროვებს ყველაზე მეტ ქულას (61 ან მეტი). თუ მოთამაშე შეაგროვებს 2-დან 30 ქულამდე, იგი პარტიას წააგებს ნომინალის ორჯერ მეტი ქულით. თუ მოთამაშე ვერ შეაგროვებს ქულებს პარტიის დროს (0 ქულა) იგი წააგებს პარტიას ნომინალის სამჯერ მეტი ქულით
ხუთი ერთნაირი მასტის კომბინაციას ეწოდება "მალიუტკა"
თუ მოთამაშეს მაგიდის შექმნისას მონიშნული აქვს აქვს " მალიუტკა" ურიგოდ, კომბინაცია "მალიუტკის" სვლა ხდება ურიგოდ, თუ მონიშნულია "მალიუტკა " რიგით, ამ შემთხვევაში მოთამაშე ელოდება სვლის თავის რიგს.
ხუთი კოზირის კომბინაციას ეწოდება "ბურა"
„ბურა“-ს სვლა ხდება ურიგოდ. იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება "ბურა", იგი პარტიას არ იგებს, 3-კარტა ბურისგან განსხვავებით, მაგრამ მიაქვს მოწინააღმდეგის მიერ იმ სვლაში ჩამოსული ყველა კარტს.
თამაშის მიმდინარეობს წინასწარ არჩეულ ქულამდე. მოთამაშემ მაგიდის გახსნამდე უნდა აირჩიოს, სადამდე სურს თამაში: 3 ქულამდე, 7 ქულამდე თუ 11 ქულამდე.
მოთამაშეს სვლის გაკეთებისთვის მოსაფიქრებლად ეძლევა გარკვეული დრო. თუ მოთამაშემ გადააცილა დროს, დარიგებულ ხელში ითვლება წაგებულად.
მოთამაშეს სვლის გაკეთების წინ შეუძლია მოწინააღმდეგეს შეთავაზოს ქულის გაორმაგება - "დავი". მოწინააღმდეგეს შეუძლია უარი თქვას შემოთავაზებაზე და დათმოს ხელი, ან წამოვიდეს შეთავაზებაზე და გააგრძელოს თამაში უკვე ორ ქულაზე, ან მოითხოვოს გასამმაგება - "სე". მოწინააღმდეგეს აქვს ისევ სამი ვარიანტი : უარი, სვლა, ან გაოთხმაგების შეთავაზება "ჩარი". შეთავაზება შეიძლება 6 მდე ("ფანჯი", შაში").