elchiწყენა რა შუაშია...ფორუმია...ყველას თავისი არგუმენტი აქვს...
90-იან წლებში მიცხოვრია, მახსოვს და კატეგორიულად არ გეთანხმები
იარაღის აღება 90-წლებში დიდწილად სწორედ უსამართლობა იყო
1. პირველი ეს იყო პირველი მრავალპარტიულ არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტ გამსახურდიას, მისი მთავრობის დამხობა და პარლამენტის გარეკვა...რაც იყო უდიდესი და საბედისწერო შეცდომა (და რაშიც უდიდესი როლი ითამაშა რუსეთმა...წითელმა ინტელიგენციამ, უტვინო ოპოზიციამ, კანონიერმა ქურდებმა და გაქსუებულმა კომუნისტებმა..მთელმა მოძველბიჭო და დამნაშავეთა სამყარომ ერთად)...შეიქმნა საშინელი პრეცედენტი, სისხლიანი..რო თურმე იარაღით შეიძლება საქმის მოგვარები..თან დიდი საქმეების, ქვეყნის ბედის გადაწყვეტა
ამას ჰქონდა დომინოს ეფექტი სისხლიანი შემზარავი და საშინელი
2. როგორც კი ჩათვალეს რო თბილისში ეს "გამოუვიდათ"...როგორც კი აქ "მოაგვარეს" იარაღს ხო არ ჩააგებდნენ..შეესივნენ მერე დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით..სამეგრელოს ...
3. მერე გადავიდნენ აფხაზეთში ...ეგრევე გაებნენ რუსეთის მიერ დაგებულ მახეში...და უზარმაზარი კატასტროფა განიცადეს...
საერთო ჯამში ეს იყო - დანაშაული ქვეყნის წინაშე...ვინმე მისაბაძი დამისახელე 90-იანი წლებიდან ერთი მაინც??!!!...ვერა ვაკის საძმოები? მხედრიონი? ბოროტების საძმო?
რა ბიჭები დაწყდა..მათ შორის ჩემი რამდენიმე უფროსი მეგობარი.......ეს იყო მისაბაძი?!
ეს იყო სრული კატასტროფა, რაც დღემდე ისეც მოუშეშებელი ტკივილია ჩვენი ერის (სამოქალაო ომიც, ცხინვალიც და აფხაზეთიც)
ამ "ომებს" თავისი თითო ოროლა გმირი შეიძლება ჰყავდა მარა ეს მთლიან სურათს ვერ შეცლის..........ვერანაირად
პარანოია იყო...საშინელი პარანოია
მახსოვს ესეთი შემთხვევა..თამარიონი იყო მაშინ თბილისში რაღაცა ტელეარხი და გაუშვეს...ფრენსის ფორდ კოპოლას გენიალური ფილმი - აპოკალიფსი დღეს...
ყველამ იცის რო ეს არის გენიალური პაციფისტური ფილმი იმაზე თუ რა საშინელია ომი და რას უშვება ის ადამიანს, მის ფსიქიკას...
ხალხი მაშინ ისე იყო თბილისში მოწამლული რო - სწორედ ამ ფილმის ყურების მერე ..მეორე დღეს იარაღი აიღეს რამდენიმე ბიჭმა და ომში წავიდნენ

ის ბიჭები ვინც ავღანეთში არიან დღეს არიან საშინელებაში....ომი საშინელებაა, რომელიც მთლიანად ცვლის ადამიანის ფსიქიკას
იქ შეიძლება ნორმალური ჩახვიდა ადამიანური ძლიერი კეთილშობილი, მარა უკან შეიძლება დაბრუნდე ჩვეულებრივივ სადისტი ...
ამიტომ დღეს ეს "ავღანური სინდრომი"...ამდენი დახოცილი, (19 უკვე) დაჭრილი, (100 მდე უკვე) და უბრალოდ ამ მისიაში მონაწილე. (5000ზე მეტი)........არის უდიდესი პრობლემა ქართული საზოგადოებისთის..მაგაზე ვწერდი სწორედ
შეიძლება ეს დღეს ისე არ ჩანს მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება მომავალში
თუ ამ ბიჭების ფსიქოლოგიური რებილიტაცია არ მოხდა თუ მათ არ უმკურნალეს....უმძიმესი შედეგი ექნება ამას, ეს აისახება აქ თბილისის ქუთაისის ბათუმის ქუჩებში...
და ამას კიდე უზარმაზარი თანხები სჭირდება ...
უამრავი შემთხვევაა უკვე რო ეს ბიჭები ავღანეთიდან დაბრუნებულები არავის აღარ სჭირდება...შეიარაღებული ძალებიდან ითხოვენ რეაბილიტაციას ვერ გადიან ..სამკურნალოდ ფული არ აქვთ...
და თავისუფლად შეიძლება რო მან აქ მშვიდობიან პერიოდშიც გამოკრაც ჩახმახს ხელი...და "მარტივად" გადაწყვიტოს ამბავი..ისე როგორც ომში ხდება..
აი ამაზე ვწერდი სწორედ მე..
This post has been edited by guriaaa on 15 Mar 2013, 02:33