ა/წ 19 მარტს ვერის პარკში (ჭადრაკის სასხლესთან) შუა დღის 12:00 საათზე „საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა“ და „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“ აწყობს შეხვედრას სტუდენტებთან რომლებსაც აწუხებთ სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პრობლემები. (2011-2012 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად უნივერსიტეტებში გარკვეულ ფაკულტეტებზე მხოლოდ 100%_იანი გრანტით სარგებლობის უფლება მიანიჭეს და არ მისცეს საშუალება ესარგებლათ სხვა საგრანტო პროცენტული მაჩვენებლით)
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია სტუდენტებთან ერთად მოითხოვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011-2012 წლებში სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ გაითვალისწინოს აღნიშნული პრობლემა და შექმნას სპეციალური კომისია რომელიც ინდივიდუალურად შეისწავლის 2011-2012 წლებში ჩარიცხული სტუდენტების სამართლიან მოთხოვნას და დაეხმარება მათ პრობლემის მოგვარებაში.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია მოგიწოდებთ სტუდენტებს 19 მარტს 12:00 საათზე მობრძანდეთ და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ზემო აღნიშნულთან დაკავშირებით!
http://www.facebook.com/events/137728736402208/http://www.facebook.com/events/336197903158874/?ref=3ორივე ივენთი ერთიდაიგივე თემისთვისაა შექმინილი!
იმედია სამართლიანობას აღვადგენთ და ჩვენს კუთვნილ გრანტებს დაგვიბრუნებენ!