#35687645 · 20 Mar 2013, 23:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"თბილისის წყალი" და ამ კანტორაზე მიბმული კანტორის კანტორები, რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ფინანსური სამსახურები, მოსახლეობას ატერორებენ და აიძულებენ მათ აიღიარონ არარსებული სოლიდური ვალი, ანუ ავალდებულებენ გაურკვეველი და უსამართლო ე.წ. წყლის "ძველი დავალიანების" გადახდას, რომელიც 2007 წელს ჰაერიდან დაურიცხეს მოსახლეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის გათიშვით იმუქრებიან...
ამ კანტორებს გამამართლებელ გარემოებად მოჰყავთ ვითომდა მთავრობის ახალი დადგენილება რომელიც ამ "ვალის" დაუყოვნებლივ დაფარვას ითვალისწინებს მოსახლეობის მხრიდან...
ქოცებო მიაქციეთ ამ საკითხს ყურადღება...
ემანდ ვიღაც ხალხის უკმაყოფილებაზე აკეთებენ სტავკას...
ე.წ. "ვალს" რაც შეეხება ნაცბაჭიების ხელდასმით "თბილწყალკანალის" მემკვიდრე "გრანდიოზული ინვესტორი" ვერანაირად ვერ ასაბუთებდა და ასაბუთებს თავის დროზე ამ ასტრონომიული თანხების დარიცხვის საფუძველს თავისი აბონენტების მიმართ და ვერც ამ თანხების წარმომავლობას...
იმის მაგივრად "თბილისის წყალს" სასამართლოსთვის მიემართა კონკრეტული აბონენტის ე.წ. "ძველი დავალიანების" გამო, თუ ასეთი მართლა არსებობდა ბუნებაში, იგი მასზე დაქვემდებარებული რეკეტიორი კანტორების - სერვისცენტერების და გაურკვეველი ე.წ. "ფინანსური სამსახურების" მეშვეობით ცდილობს მოსახლეობიდან ამ ე.წ. "ვალის" ამოღებას მათი შანტაჟის გზით...
მარტივი კალკულაცია: ერთსულიან ოჯახს 2007 წელს დაურიცხეს ე.წ. "ძველი დავალიანება" 300 ლარის ოდენობით, როცა ეს ოჯახი პატიოსნად წლების განმავლობაში იხდიდა ერთ სულზე წყლის გადასახადს 1.2 ლარს, ანუ წელიწადში 1.2*12=14.4 ლარს, რისი დამადასტურებელი ქვითრებიც ძალიან ბევრს დღემდე შენახული აქვს...
ანუ "თბილისის წყალი" თვლის, რომ ეს აბონენტი ბოლო 300 / 14.4 = 20წლის განმავლობაში, ანუ 1987 წლიდან საერთოდ არ იხდიდა არაფერს, რაც თავისთავად აბსურდია...
|