ქარიშხალი ჭიქაში
თუ რამეს შეიძლება ეწოდოს "ქარიშხალი ჭიქაში", ეს წინა კვირას აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.
ჩემი აზრით, ორივე მხარე, უბრალოდ, ვირზე შეჯდა და იქიდან ჩამოსვლა არ სურდა, თორემ რა პრობლემა იყო უნივერსიტეტისთვის ერთი-ორი ხარვეზის გამოსწორება, ან რა საჭირო იყო ასეთი სიმკაცრის გამოჩენა და მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმება?
მიეცათ დრო და ასეთ სკანდალსაც ავცდებოდით. მაგრამ არა, ყველაფერი გაართულეს! ერთმა არ გაასწორა, მეორემ ვადა არ გაუგრძელა და მივიღეთ პოლიტიკური პროცესი, რომელიც მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" თუ აძლევს ხელს: სტუდენტები ქუჩაში გამოვიდნენ, ჩვენ კი მთელი კვირა ვილაპარაკეთ იმაზე, რაც სალაპარაკო არ უნდა გამხდარიყო. ახალ ხელისუფლებას უნივერსიტეტის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით ბრძოლა დაჰბრალდა, კახა ბენდუქიძე დაჩაგრულის როლში მოგვევლინა, ყველაფერი კი მილენიუმის პროგრამით დაიწყო, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნას ითვალისწინებს. ამ პროექტში ამერიკელები ლამის ორას მილიონს დებენ. დაფინანსების რაღაც ნაწილს ის ქართული უნივერსიტეტი იღებდა, რომელიც ამ საქმეში ამერიკელების პარტნიორი იქნებოდა. სააკაშვილმა ასეთ პარტნიორად ბენდუქიძე დაასახელა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი მარგველაშვილმა ის ამ პროგრამიდან ამოაგდო, როგორც მითხრეს, იმ მოტივით, რომ ჯობდა, ეს ფული არა კერძო, არამედ სახელმწიფო სასწავლებელს მიეღო. როგორი გადასატანი იყო ბენდუქიძისთვის ამერიკული მილიონების დაკარგვა. სწორედ აქედან დაიწყო მისი და მარგველაშვილის დაპირისპირება. არის ვერსია, რომ ეს სკანდალი ბენდუქიძის შურისძიება იყო. ამ ვერსიის თანახმად, ბენდუქიძემ სპეციალურად არ შეასრულა მონიტორინგის ჯგუფის აღმოჩენილი დარღვევები და საქმე მიზანმიმართულად მიიყვანა აქამდე, რომ მერე ხმაური აეტეხა, თუმცა ბუნებრივია, ძნელია, რაიმე გადაჭრით ამტკიცო.
კვირის ბოლოს პრობლემა თითქოს მოგვარდა, მაგრამ რაღა აზრი აქვს? ხელისუფლებას მინუსი უკვე დაეწერა. სტუდენტების ნაწილი მის წინააღმდეგ განეწყო.
მერაბ მეტრეველი
წყარო
http://www.kvirispalitra.ge/politic/16217-...is-fiqrebi.html
"და თუ ოდესმე ადამიანებს უმართებულოდ უსვრიათ ჩემთვის ქვა და ტალახი, მე მათ ჩემი ტაძრისთვის ვიყენებდი. ამ ტაძრის საძირკველი არასოდეს დაჰკარებია მიწას."
Слепому не покажешь, глухому не расскажешь, дебилу не докажешь.
Лягушка и с золотого трона спрыгнет в болото.