#35634360 · 17 Mar 2013, 01:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
(С) მოკლედ კაი გაბაბანებული ედიკას დროა, საძმომ გამომაძღო ბალახეულით. ერთ საღამოს ვსხედვართ და ვყვებით ანეკდოტს, ნუ ბევრს გეცოდინებათ, მაგრამ ვინც არ იცის მაინც... ე.ი. ედიკასთან ჩამოდის ელცინი (ხო აზრზე ხართ რა ეპოქა იდება). ტრაპზე ჩაეხუტებიან ერთმანეთს, კოცნიან ტუჩებში რამე რუმე და ელცინი ეკითხება, ბონდო როგორ არისო? ვინ არის ბონდოო? ბონდო როგორ არ იცი შენი დედა კი მოვთხანო და ეგრევე შებრუნდა თვითმფრინავში. ედიკა დარჩა გაკვირვებული. გამოაცხადა ბონდოზე ძებნა. რამდენიმე კვირაში ჩამოდის კლინტონი. ეხვევიან ერთმანეთს და და იასნია კლინტონმაც ბონდო როგორ არისო? ვინ არის ეს ბონდოო, უკვირს ედიკას. იმანაც ნა ხუი გაუშვა. ცოტა ხანში ჩადის შევარდნაძე ჟაკ შირაკთან. არაოფიციალურ ვახშამზე ჟაკომო ეკითხება, ბონდო როგორ მყავს. ხო ისევ ჯანზე არისო? აკივლდა ედუარდი, ვინ არის ეს ბონდო ასეთიო? იმანაც მიადედისპირა და გამოუშვა ოჯახში. მოკლედ საშინელი ამბავია, ეძებენ ბონდოს გამწარებულები. ბოლოს მიაგნებენ, იალბუზზე ზის და ლობიოს ხარშავს. მივარდება შევარდნაძე და უყვირის - შენ გამო 3 ქვეყანასთან ისედაც გაფუჭებული ურთიერთობა გავაფუჭე, ვინ ხარ ასეთიო? ბონდო მშვიდად ამოხედავს და ეტყვის, მე რომ რომის პაპმა დამინახოს ბიბლიას და სკიპტრას დააგდებს და გადამეხვევაო! ედიკაც იასნია დაზამასკდა. წავიდნენ ერთად ვატიკანში. მიადგნენ აპარტამენტო პაპალეს უნდა შემიშვათ მაგ ბებერ კვერცხთანო კივის ბონდო. დაცვამაც იასნია ბატონო ბონდო მობრძანდით, მხოლოდ ისეთი ამბავია, რომ პაპი საკვირაო მესას ესწრება და იქნებ დაელოდოთო? შეაჭრა ბონდომ ეგრევე. პაპმა დაინახა თუ არა ააყირავა სავარძელი, მოისროლა ბიბლია და ბონდოს გადაეხვია. ამ დროს ედიკასთან მოდის ვიღაც ზანგი და ეკითხება, ის კაცი ვინ არის ბონდოს რომ ეხუტებაო?
იასნია მაგარი ყვერისმიერი ანეკდოტია, მაგრამ მთელი ღამე ბონდო გვეკერა პირზე. დაგვათენდა ასე. ვლაპარაკობთ ისევ, საქმე არ გვაქვს და ამ დროს მოდის ვიღაც 70 წელს გადაცილებული კაცი ველოსიპედით, ხელით იქვე მდგარ კორპუსზე მიგვითითებს და გვეკითხება, ბონდო აქ ხომ არ ცხოვრობსო? იქ ამბავი ატყდა... იმენა ვილოლავეთ.
This post has been edited by ბოიკა on 17 Mar 2013, 01:31
--------------------
პ.ს ყველა კაცს , ხომ კაცი არ ქვია, წვერები ქალებსაც აქვთ
პ.ს ყველა ქალს ხომ ქალი არ ქვია , თმები ბოზებსაც აქვთ.
|