ყოველთვის ოცნებობდით საუკეთესო უნივერსიტეტებში(ჰარვარდი, პრინსტონი, სტენფორდი და ა შ) სწავლაზე? მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო არ შეგეძლოთ? სამწუხაროდ მან ჩაბარებაში ვერ დაგეხმარებით, მაგრამ ამჯერად შეგიძლიათ მაგ უნივერსიტეტებში წაკითხული კურსების გავლა უფასოდ, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ.
ბოლო დროს გამოჩნდა, და ძალიან პოპულარულია, ე.წ. Moocs(Massive open online course) კურსები, რომლებიც დევს ინტერნეტში, არის უფასო და ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი, და ყავს ასიათასობით ონლაინ მსმენელი. ზოგადად კურსების ჩანაწერის მოსმენა ბევრი რამით ჯობია აუდიტორიაში დასწრებას, კერძოდ იმით, რომ შეგიძლია დააპაუზო, გადაახვიო, როცა გინდა და რამდენი ხანიც გინდა იმდენი უსმინო. ასე ბევრად უფრო ეფექტურია სწავლა. ერთადერთი მინუსი არის ის, რომ შენ თვითონ უნდა გქონდეს დისციპლინა რომ თავი აიძულო და ისწავლო როცა არავინ გავალდებულებს.
მოკლედ, უნიკალური შანსია, უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ ის, რაშიც ხალხი ასიათასობით დოლარს იხდის. კურსები არის ყველა დისციპლინაში, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. გამოსადეგია როგორც სტუდენტებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის რომლებსაც ახალი რამის სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება უნდათ.
კურსები დევს რამდენიმე საიტზე, ქვემოთ სამს ვდებ, შეგიძლიათ სხვებიც მოძებნოთ.
www.coursera.org
www.udacity.com
www.edx.org
აბა თქვენ იცით