ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ჩემი უბნელი გოგო გავჩითე სადარბაზოში რომელიც სხვა ბიჭთან ერთად ზასაობდა, რა არის ამაში გასაკვირი, არაფერი, უბრალოდ ის რომ რამდენიმე დღის უკან მე ვზასავდი მაგ გოგოს და რო შევნიშნე სხვასთან, ეს რა "სუკაა" თქო და გავიარე. ის გოგო არც მომწონს და "რეპროდუქციულ ორგანოზე" მკიდია. ავედი სახლში,
3კაფსულაღა მქონდა დარჩენილი, ვხიე, მაცივარში რაღაც "გაზგასული" წვენი ვნახე, ვსვი, კეტები ამოვიცვი, კურტკა შემოვიცვი, ნაუშნიკები ჩამოვიცვი, სახლიდან გამოვედი, დავაჯექი 33ნომერ ავტობუს, რატომღაც ჩამოვედი დინამოსთან, 1 ბოთლი ლუდი დავლიე, ამასობაში კაფსულები გახსნილან და ლუდმა საბოლოო წერტილი დასვა. მოკლედ, ფიზიკურად დედამიწას დავაბიჯებდი, გონებით კი სადღაც ჟირაფის უკანალში ზაჟიგალკით გზას ვიკვლევდი. გარემოს და გარშემო მყოფების აღქმა შემეძლო მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე წუთით, წამიერადვე მავიწყდებოდა ყველაფერი, მახსოვს რომ სადღაც პარკში ბასიაკივით სკამზე დავწექი
(არადა მასე მწოლიარეებს აქეთ ვუღებ სურათებს) და დაახლოებით 2 საათი მეძინა, შემდეგ ტელეს ვიბრომ გამაღვიძა, დედაჩემი მირეკავდა: სად ხარო მკითხა.
სად და ხმელეთზე მეთქი ვუპასუხე.
ამოდი გთხოვოო,
ტელე გავუთიშე, საათს დავხედე და 23საათი და 30წუთი იყო პაჩტი, აღმოჩნდა რომ თავისუფლების მეტროსთან ახლოს ვიყავი, ჩავედი მეტროში, ავედი სახლში და დავიძინე. დილით ჯიბეში ხელი ჩავიყავი და მედო: 2 ლარი და რაღაც ხურდები, mentosis რაღაცა 14ცალიანი კევა, მაკდონალდსის ჩეკი, ვიღაცის ნომერზე და ჩემ ნომერზე შევსებული ბალანსის ჩეკი და გაჭყლეტილი სნიკერსი. არადა მახსოვს რომ წინა ღამეს ჯიბეში 25ლარზე მეტი მეგდო. მერე კი აიფონში გადაღებული რაღაც ვიდეო ვნახე და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ თურმე მაკდონალდსშიც ვყოფილვარ...
ამ ვიდეოს რისთვის ან ვისთვის ვიღებდი დღემდე ვერ გამიგია.
იყავი ოპტიმისტი და სამყაროში ხშირად გაუშვი დადებითი სიტყვა/საქციელის "იმპულსები", სამყარო "ბუმერანგია" იმას გიბრუნებს, რასაც ფიქრობ, ამბობ და აკეთებ.