„ეროვნული ფრონტი“ სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნას გააპროტესტებს
17 მარტი 14:32
743
არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" ხვალ სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის წინააღმდეგ აქციას გამართავს.
ორგანიზაცია გააპროტესტებს ახალქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ მოთხოვნას, რომლებიც პარლამენტს სთხოვენ, მოხდეს 1999 წელს ევროკავშირში ინტეგრაციისას ხელმოწერილი დოკუმენტის ევროპული ქარტიის რატიფიკაცია.
დოკუმენტი საქართველოს ავალდებულებს რეგიონული ან უმცირესობათა ენების დაცვასა და ხელის შეწყობას. ქარტია მოწოდებულია, შესაძლებლად ნორმალურ ჩარჩოებში, უზრუნველყოს რეგიონული ენებისა და უმცირესობების ენების გამოყენება განათლებისა და მასმედიის სფეროში.
აქციის მონაწილეები ახალქალაქელი „რესპუბლიკელების“ მოთხოვნას თბილისში „რესპუბლიკური პარტიის“ ოფისთან 14:00 საათზე გააპროტესტებენ.
„ეროვნული ფრონტი“ საკუთარ მოთხოვნებსაც წამოაყენებს, მათი ლოზუნგები იქნება: „არა რეგიონულ ენებს“, „არა აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ცალმხრივი დათმობის პირობებში“, „ვგმობთ ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილებას“, „არა ე.წ. თურქი მესხების შემოსახლებას“, „გაუქმდეს საქართველოს რეგიონალური მოწყობის მოდელი“.
ახალქალაქის საკრებულოს წარმომადგენლებმა დოკუმენტის რატიფიკაციის მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს. შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ისინი მომავალ კვირაში მიმართავენ.
http://live.ge/r-195597---------------
ზალკალიანი: ევროპის ქარტიის რატიფიკაცია არ არის სავალდებულო ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის
http://news.ge/ge/news/story/49089-zalkali...ntegratsiistvis===============~~
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, თავის დროზე ევროპის ქარტიის რატიფიცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით უპასუხისმგებლო ვალდებულება აიღო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც ზაქარეიშვილმა გუშინ ტელეკომოპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში „კურიერში“ საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ყოველგვარი საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება ხელი მოეწერა ევროპული ქარტიისთვის.
მინისტრის შეფასებით, ადრე თუ გვიან ეს საკითხი მაინც დადგება დღის წესრიგში, რადგანაც ქარტიის რატიფიცირების გარეშე საქართველო ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს.
ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ ქარტიის მიღება სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის ავტომატურად მინიჭებას არ ნიშნავს. ქარტიის თანახმად, სახელმწიფო ღებულობს ვალდებულებას გამოარჩიოს, როგორც მთელს ტერიტორიაზე, ასევე ტერიტორიის ნაწილზე, ესა თუ ის ენა, გადაწყვიტოს რომელ ენას რა ეხება და შესაბამისად, მიანიჭოს მას სხვადასხვა სტატუსი ქარტიაში არსებული ჩამონათვალიდან.
მინისტრის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
http://news.ge/ge/mobile/story/49067-evrop...bas-ar-nishnavs This post has been edited by forumeli64 on 18 Mar 2013, 15:07
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...