საფეხბურთო კლუბი ვალენსია კლუბის სრული სახელწოდება: Valencia Club de Fútbol
ზედმეტსახელები: Los Murciélagos (ღამურები), Naranjas (ნარინჯისფერები), Los Ches (მეგობრები, ადამიანები ვალენსიას რეგიონიდან).
დაარსების თარიღი: 1919
მოედანი: Mestalla (მესტალია)
ტევადობა: 55000
პრეზიდენტი: მანუელ ლორენტე
მთავარი მწვრთვნელი: მაურისიო პელეგრინო
ოფიციალური ჰიმნი: კლუბის დაარსების შესახებ: 2011 წლის 18 მარტს,საფეხბურთო კლუბმა ვალენსიამ თავისი არსებობის 93 წლის ათვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა,რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდად ითვლება, გუნდის გულშემატკივრებს გვაქვს მოსაგონიც, გულდასაწყვეტიც და გასახარიც.
…და რას წარმოიდგენდნენ კლუბის დამფუძნებლები, რომ მათ მიერ დაარსებულ გუნდს, რამდენიმე ათეულ წელიწადში უამრავი გულშემატკივარი ეყოლებოდა მსოფილო მასშტაბით და ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა მსოფლიოს უძლიერესი გუნდებისთვის და უფრო მეტიც–თავის სახელსაც ჩასწერდა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. ყველაფერი კი ბარსელონას ქუჩაზე მდებარე ბარ „ტორინოში“ დაიწყო. მაგიდას შემომსხდარი მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები, საფეხბურთო კლუბის შექმნაზე მსჯელობდნენ. ამ იდეის სულის ჩამდგმელი კი მადრიდიდან ახლად დაბრუნებული, 26 წლის ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი გახლდათ.თავდაპირველად მელიგომ და და მისმა მეგობარმა-მედინამ, განიზრახეს შეექმნათ საფეხბურთო გუნდი, რომელიც არათუ კონკურენციას გაუწევდა იმ დროს ვალენსიის ავტონომიაში არსებულ გუნდებს, არამედ გახდებოდა ლიდერი მთელი რეგიონისა. მათმა მეგობრებმა კი მოიწონეს ეს აზრი და შესაბამისი მოთხოვნა გააგზავნეს ავტონომიის საბჭოში, რათა ოფიციალურად დაედასტურებინათ საფეხბურთო კლუბის შექმნა. პასუხი 18 მარტს მოვიდა. ავტონომიის მთავრობა თანახმა იყო. ასე
დაარსდა ახლა უკვე ოფიციალურად Valencia Club De Futbol.
გუნდის მმართველ საბჭოში შედიოდნენ: გონსალო მედინა, პასკუალ გასკო ,ხულიო გასკო, ფერნანდო მარსალი, სალვადორ ალიაგა და პეპე ლიორკა.
გადასაწყვეტი იყო გუნდის პრეზიდენტის ვინაობა,არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთებულიყო,ან მელიგო–ან მედინა,ეს არჩევანი კი ყველასთვის მძიმე გასაკეთებელი იყო. როგორც მოგვიანებით მელიგოს შვილი ოქტავიო მელიგო ალონსო განაცხადებს ერთერთ რადიოსთან ინტერვიუში, გუნდის საბჭოს წევრები,დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და კარგად იცოდნენ თუ როგორ იქცეოდა მელიგო როდესაც არჩევანის გაკეთება უჭირდა და მათაც გადაწყვიტეს მიებაძათ მისთვის–მონეტა ააგდეს და მას მიანდეს განესაზღვრა „ვალენსიას“ პირველი პრეზიდენტის ვინაობა. ასე გახდა ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი საფეხბურთო კლუბ ვალენსიას პირველი პრეზიდენტი.
მეორე ქმედება რაც დამფუძნებლებმა განახორციელეს,ეს გუნდის ეკიპირება და ფერთა შერჩევა იყო. ამაზე დიდ ხანს არ უკამათიათ. მაშინვე გადაწყვიტეს–შავი შორტები და თეთრი მაისური. და რაღა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი–გუნდის შემადგენლობა. სხვადასხვა გუნდიდან გადმოიბირეს ფეხბურთელები.ვალენსიას პირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ხულიო გასკო(ლო რატ პენანტი), ამადორ პერისი (ესპანია), პინიოლი და მარინი (ორივე საგუნტო), კუბელისი და კოლომერი (ორივე ალჯიროსი), ფერნანდესი (ლევანტე), ალიაგა,ლიობეტი და მარსალი (ესპანიოლი), მარკო (გოდელია) და გომეს ხუანედა (რეხიონალი).
ყველა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გუნდის ოფისში,რომელიც თავდაპირველად იმავე ბარ ტორინოს,იმავე მაგიდასთან იყო სადაც გუნდი დაარსდა, მოგვიანებით კი–იქირავეს ფართი ბარსელონას ქუჩაზე. ასე დაიწყო დიდი გუნდის - დიდი ისტორია.
ტიტულები:
ესპანეთის ჩემპიონი (6): 1941/1942, 1943/1944, 1946/1947, 1970/1971, 2001/2002, 2003/2004 ესპანეთის თასის მფლობელი (7): 1941, 1949, 1954, 1967, 1979, 1999, 2008 ესპანეთის სუპერ თასის მფლობელი (1): 1999 უეფას სუპერთასის მფლობელი (2): 1980, 2004 უეფას თასის მფლობელი (3): 1961/1962, 1962/1963, 2003/2004 თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1): 1979/1980 ინტერტოტოს თასის მფლობელი (1): 1998 სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებული (2): 1930/1931, 1986/1987 "პიჩიჩის" მფლობელი ვალენსიელები: 1.
მუნდო - 1941/42 (27 გოლი) 1943/44 (27 გოლი)
2.
რიკარდო - 1957/1958 (19 გოლი)
3.
ვალდო - 1966/1967 (24 გოლი)
4.
მარიო კემპესი - 1976/77 (24 გოლი) 1977/78 (28 გოლი)
ტელმო სარას პრიზის სამგზის მფლობელია
დავიდ ვილია (2005-06, 2006-07 და 2008-09 წლებში) და ერთგზის მფლობელია
რობერტო სოლდადო (2011-12 წლებში)
სამორას" მფლობელი ვალენსიელები: ეისაგუერე - 1943/44 (32 გაშვებული გოლი) ეისაგუერე - 1944/45 (28 გაშვებული გოლი) გოიო - 1957/58 (28 გაშვებული გოლი) აბელარდო -1970-1971(19 გაშვებული გოლი) მანსანედო - 1978/79 (26 გაშვებული გოლი) ოჩოტორენა - 1988/89 (25 გაშვებული გოლი) კანისარესი - 2000/01(34 გაშვებული გოლი) კანისარესი - 2001/02 (23 გაშვებული გოლი) კანისარესი - 2003/04 (25 გაშვებული გოლი) გულშემატკივართა გამოკითხვით შედგენილი ყველა დროის საუკეთესო ვალენსია ლეგენდები: სახელგანთქმული მოთამაშეები: არტურო მონტესინოსი(მონტესი), ედუარდო კუბელსი, ეპი, ედმუნდო პერესი(მუნდო), იგნასიო ეისეგირე, ანტონიო პუჩადესი, ფუენტესი, ვალდო მაჩადო, ხუან კარლოს კინკოსესი, ფაას ვილკესი, მანოლო მესტრე, ხუან კრუს სოლი,სალიფ კეიტა, ჯონი რეპი, რიკარდო არიასი ,მარიო კემპესი, ტენდილიო, ფერნანდო მორენა, ოჩოტორენა,მიატოვიჩი, ლუბო პენევი, გაისკა მენდიეტა, რომარიო, კლაუდიო ლოპესი, ხერარდი, რობერტო ფაბიან აიალა, სანტიაგო კანისარესი, პაბლო სეზარ აიმარი, დავიდ ალბელდა, რუბენ ბარახა, ვისენტე როდრიგესი, დავიდ ვილია სანჩესი.დავიდ ხოსუე ხიმენეს სილვა, ფერნანდო მორიენტეს სანჩესი, ხოაკინ სანჩესი. ლოგოების სახეცვლილება: "ვალენსიას" საიტები: ქართული: http://valencia.fci.ge ოფიციალური: http://www.valenciacf.com პოლონური: http://www.vcf.pl/ ჩეხური: http://www.valenciacf.cz/ რუსული http://valencianistas.ru/ ვალენსია ფეისბუქზე: https://www.facebook.com/ValenciaCF ვალენსიას ქართული ფეისბუქ გვერდები: https://www.facebook.com/groups/301898846573302/ https://www.facebook.com/pages/ValenciaFciGe/182442641792636 ტრანსფერები: ჟოაო პერეირა - ლისაბონის სპორტინგი
ნაციონალობა: პორტუგალიელი; პოზიცია: მარჯვენა მცველი
ანდრეს გუარდადო - დეპორტივო ლა კორუნია
ნაციონალობა: მექსიკელი; პოზიცია: მარცხენა ვინგერი
ფერნანდო გაგო - მადრიდის რეალი
ნაციონალობა: არგენტინელი; პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი
ჟონათან ვიერა - ლას პალმასი
ნაციონალობა: ესპანელი; პოზიცია: სტრაიკერი (ცენტრალური შემტევი ნახევარცმველი)
ალი სისოხო - ლიონი
ნაციონალობა: ფრანგი; პოზიცია: მარცხენა მცველი
ნელსონ ჰაედო ვალდესი - რუბინი (არენდა გამოსყიდვის უფლებით)
ნაციონალობა: პარაგვაელი; პოზიცია: თავდამსხმელი.
გუნდი დატოვეს: ბრუნო, მიგელი, დეალბერტი, ალბა, ტოპალი, ადურისი, პაბლო, ალკასერი, დომინგესი, მიჩელი, კრისტიანო.
შემადგენლობა მეკარეები ვისენტე გუაიტა
დიეგო ალვეში
ფელიპე
მცველები: ჟოაო პერეირა
ანტონიო ბარაგანი
რიკარდო კოსტა
ადილ რამი
ვიქტორ რუისი
კარლოს დელგადო
ჟერემი მატიე
ალი სისოხო
ნახევარმცველები: დავიდ ალბელდა
ფერნანდო გაგო
ევერ ბანეგა
ალბერტო კოსტა
დანი პარეხო
სოფიან ფეგული
ხუან ბერნატი
ანდრეს გუარდადო
სერხიო კანალესი
ჯონატან ვიერა
პაბლო პიატი
თავდამსხმელები: ჟონას გონსალვესი
ნელსონ ჰაედო ვალდესი
რობერტო სოლდადო
წინა თემების ლინკები » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის ტოპ-მპოსტავები » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ika_valencia 312 სკაინეტა 255 დავიდ ვილია 221 Donnie 159 nikollo 106 VILLA 77 vasovaso92 77 RIIP 76 Power_VANO 66 ValenciaCF 48 banega 30 Mestalla 29 Татьяна Зайцева 26 CampO Larssen 23 nedved_11 19 Farenheit 18 21. 12
სატურნირო მდგომარეობა ლა ლიგაში სატურნირო მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგაზე წინა მატჩი: მომდევნო მატჩი: ამუნტ ვალენსია! This post has been edited by ika_valencia on 4 Nov 2012, 23:20